Friday, June 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არ ღირს ურთიერთობა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც არ არის განწყობილი, რომ თავისი დასკვნები ობიექტურ ინფორმაციაზე დააფუძნოს” – თენგიზ შარმანაშვილი

June 26, 2026
“დღეს „ბაიერნმა“ რომ გამოაცხადოს, კარში შარმანაშვილი დგებაო, პსჟ ამას არ გააპროტესტებს, ოპოზიციამ იცის, რას ნიშნავს მდინარაძის პოლიტიკაში მობრუნება, იმიტომ არიან ასეთ ხასიათზე” – თენგიზ შარმანაშვილი

PACE-ს რეზოლუცია აბსურდულად ყალბ ინფორმაციაზეა დაფუძნებული – იმ ორგანიზაციასთან ურთიერთობა, რომელიც არ არის განწყობილი, რომ თავისი დასკვნები ობიექტურ ინფორმაციაზე დააფუძნოს, ურთიერთობა არ ღირს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც PACE-ს რეზოლუციას გამოეხმაურა.

შარმანაშვილის თქმით, რეზოლუციაში სიახლე არაფერია, რადგან ისინი ამას პირველად არ აკეთებენ.

„ეს რეზოლუცია აბსურდულად ყალბ ინფორმაციაზეა დაფუძნებული – PACE-ს რეზოლუციაში სიახლე არაფერია, რადგან ისინი ამას პირველად არ აკეთებენ. ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ, უკვე კარგა ხანია, ამ ღონისძიებებში. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ორგანიზაციასთან ურთიერთობა, რომელიც არ არის განწყობილი ობიექტურ ინფორმაციაზე დააფუძნოს თავისი დასკვნები, ურთიერთობა არ ღირს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული. ასევე, რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატივა მიუღებელია“.

რეზოლუციის პროექტში ასევე ხაზგასმულია, რომ „გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შევიწროება, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენების გზით, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საია-მ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელის ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა
  • ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების მოპოვებისა და მის ოჯახის წევრებთან გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
  • ქალი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge