Friday, October 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოპოზიციის აკრძალვამ შესაძლოა, სიტუაციის საშიში ესკალაცია გამოიწვიოს – ევროპის საბჭოს კონგრესი

October 23, 2026
ოპოზიციის აკრძალვამ შესაძლოა, სიტუაციის საშიში ესკალაცია გამოიწვიოს – ევროპის საბჭოს კონგრესი

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესი საკონსტიტუციოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის მიმდინარე განხილვებს ეხმაურება და მას შემაშფოთებელს უწოდებს.

გავრცელებულ განცხადებაში ევროპის საბჭოს კონგრესი წერს, რომ ასეთმა აკრძალვამ შესაძლოა გამოიწვიოს სიტუაციის საშიში ესკალაცია და დააშოროს საქართველო იმ ვალდებულებებს, რომლებიც მან ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიითა და მისი დამატებითი ოქმით იკისრა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მმართველი პარტიის წევრების მოთხოვნის განხილვა ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია. ასეთმა აკრძალვამ შესაძლოა გამოიწვიოს სიტუაციის საშიში ესკალაცია და დააშოროს საქართველო იმ ვალდებულებებს, რომლებიც მან ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიითა და მისი დამატებითი ოქმით იკისრა.

დემოკრატია მმართველობის არცერთ დონეზე არ შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ძალაუფლების კონცენტრაციაზე ეფექტიანი კონტროლის გარეშე. როგორც წელს უკვე გავაფრთხილეთ, საქართველოს დემოკრატიის საფუძვლების გაგრძელებული რღვევა სერიოზული შეშფოთების საგანია. პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, ათასობით მოქალაქეს შესაძლოა ხელი შეეშალოს ადგილობრივ დემოკრატიაში მონაწილეობაში მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო, რის შესახებაც ვენეციის კომისიამაც ახლახან გაავრცელა გაფრთხილება. პლურალიზმი საქართველოს მუნიციპალიტეტებში დე ფაქტო აღარ იარსებებს.

ჩვენ კვლავ ერთგულნი ვრჩებით მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ არ იციან, სასამართლო სხდომებს იმ კვირაში მორჩებიან თუ არა.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა თქვა დიტო ჩუბინიძემ სასამართლო სხდომაზე?
  • “რას დაემსგავსა საქართველო”- ვრცელდება კადრები, რომლებიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა
  • როგორ ეხმაურებიან ევროპარლამენტარები ირაკლი კობახიძის ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის განახლების ინიციატივას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge