ირანი მზადაა ომის როგორც ომის გასაგრძელებლად, ასევე მის დასასრულებლად, – ამის შესახებ ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ალი ზეინივანდმა განაცხადა.
„თუ ომი გაგრძელდება, ირანი თავის მტერს კიდევ ერთ ისტორიულ მარცხს მიაყენებს“, – აღნიშნა ზეინივანდმა.
მისივე თქმით, ირანი ასევე მზადაა ინვესტიციების მოსაზიდად და განვითარების დასაჩქარებლად, თუ პირობები ამის საშუალებას მისცემს.
ალი ზეინივანდის მტკიცებით, ქვეყანამ, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, წინსვლის გზები მაინც იპოვა.
