ოპოზიციის ალიანსი განცხადებას ავრცელებს:
“დღეს რუსულმა რეჟიმმა კიდევ შვიდ ადამიანს მიუსაჯა პოლიტიკური პატიმრობა. ივანიშვილმა უდანაშაულო ადამიანებს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს დავით ჟღენტს, ზაქრო ალბუთაშვილს და გიორგი ჩახუნაშვილს 5 წლით, ხოლო ია დარახველიძეს 3 წლით აღუკვეთა თავისუფლება.
ივანიშვილის რუსული რეჟიმი ამ ადამიანებს სჯის იმიტომ, რომ ვერ დაიმორჩილა, ვერ აღიარებინა არარსებული დანაშაული.
„ქართული ოცნების“ რეჟიმს აქვს ამოცანა – გატეხოს პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფი ადამიანები, რითიც იმედოვნებს მთლიანად პროტესტის გატეხვასაც. ამის საპირისპიროდ, ჩვენს თვალწინ თამაშდება გმირობის არნახული სცენები, იბადებიან ახალ-ახალი გმირები, რომელთა თავგანწირვაც სამაგლითოა თითოეული ჩვენგანისთვის, ვინც გარეთ ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოსთვის.
მადლობა და თავისუფლება პოლიტპატიმრებს!
ბოლომდე, გამარჯვებამდე!” – ნათქვამია ოპოზიციის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 7 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მათგან ექვსს – მათ შორის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ია დარახველიძეს კი 3 წელი.
