მინდა, ელენე ხოშტარიას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო – ამის შესახებ კახა კალაძემ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე.
„მინდა, ელენე ხოშტარიას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე”- აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ კი ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
