Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ევროპარლამენტის რეზოლუციები ფარატინა ქაღალდად რჩება, რადგან ჩვენი პოლიტიკის შეცვლას და კანონების უკან გაწვევას არ ვაპირებთ” – ირაკლი ჭეიშვილი

June 19, 2026
“ევროპარლამენტის რეზოლუციები ფარატინა ქაღალდად რჩება, რადგან ჩვენი პოლიტიკის შეცვლას და კანონების უკან გაწვევას არ ვაპირებთ” – ირაკლი ჭეიშვილი

ევროპარლამენტის მხრიდან შანტაჟის ენის გამოყენებას ვხედავთ. თავს გვახვევენ, თითქოს, ევროკავშირი ჩვენთან სასაუბროდ და დისკუსიისთვის მზად არის, მაგრამ ფაქტები ჩანს, მათ მიერ მიღებულ რეზოლუციებს ვხედავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება შერჩევით უნდა მოხდეს, სწორედ შანტაჟის ენაა.

„ამ ყველაფრით ჩვენ ჩვენს პოლიტიკას და ხედვას ვერ შეგვაცვლევინებენ. ის, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება შერჩევით უნდა მოხდეს, სწორედ შანტაჟის ენაა. ე.ი. მათ აგენტურას უვიზო მიმოსვლა უნდა ჰქონდეს და დანარჩენს, ვინც იმ
კურსს არ ეთანხმება, რომელსაც დღევანდელი ევრობიუროკრატია ატარებს, სავიზო რეჟიმი უნდა ჰქონდეს დაწესებული. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი და არასწორი პოლიტიკის გატარება საქართველოსთან მიმართებაში. ეს რეზოლუციები ფარატინა ქაღალდად რჩება, რადგან ჩვენ ჩვენი პოლიტიკის შეცვლას არ ვაპირებთ, არც კანონების უკან გაწვევას. ჩვენ მიერ მიღებული კანონები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, იქნება ეს „გამჭვირვალობის შესახებ“, თუ „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონები. ეს კანონები ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია. შესაბამისად, არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. ევროკავშირთან დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ საქართველოს ხედვასა და პოზიციებს ყველამ პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, 17 ივნისს მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია: „მოვუწოდებთ ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს
  • ელენე ხოშტარია ზაქრო ალბუთაშვილს მოუწოდებს შიმშილობა შეწყვიტოს
  • “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს” – ფონიჭალის მეჩეთი მოჯთაბა ხამენეის წერილს აზიარებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge