მთავრობა გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს ქმნის – ინფორმაციას bmg ავრცელებს. აღნიშნულ დადგენილებას კი ხელი კობახიძემ უკვე მოაწერა. კობახიძის დადგენილებით, გასტრონომიის ეროვნული სააგენტო და ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო.
ორივე სსიპ-ი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. ამასთან, დადგენილებების მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს ახალი სააგენტოების უფროსების დანიშვნა და მათი დებულების დამტკიცება.
ორივე დადგენილება 20 ივლისიდან ამოქმედდება.
