Wednesday, June 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ იღებენ პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობის კადრებს – ირაკლი შაიშმელაშვილი ორ მიზეზს ასახელებს

June 16, 2026
რატომ იღებენ პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობის კადრებს – ირაკლი შაიშმელაშვილი ორ მიზეზს ასახელებს

რატომ ხდება პოლიციის განყოფილებებში მოქალაქეებზე ძალადობის კადრების გადაღება, თავად სამართალდამცველების მიერ- გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ეს სტანდარტი „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა და ამას 2 მიზეზი აქვს.

როგორც ირაკლი შიშმელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ეს კადრები არის ერთგვარი ვალუტა, რომელსაც შემდგომში დაწინაურებისთვის, ან პრივილეგიებისთვის იყენებენ.

შიშმელაშვილის თქმით, აღნიშნული კადრები ერთგვარი კომპრომატებიც შეიძლება იყოს, რომელიც შესაძლოა იმისთვისაც იქნეს გამოყენებული, რომ ამ გავლენის სფეროდან ეს ადამიანები ვერასოდეს გავიდნენ.

ეს სტანდარტი შექმნა “ქართულმა ოცნებამ“ და ამას 2 სტანდარტი აქვს, ერთი – ეს არის ერთგვარი ვალუტა, რომელიც პირდაპირ ითარგმნება მათ შემდგომ დაწინაურებაში, იმიტომ რომ მსგავსი კადრებით არაერთი ადამიანი დაწინაურებულა, თუ არ დაწინაურებულა გარკვეული პრივილეგიები მიუღია, მეორეს მხრივ – ეს არის ერთმანეთზე შექმნილი კომპრომატები, მათ შორის, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ უნებლიედ ქმნიან ამ კომპრომატებს, რათა ამ გავლენის სფეროდან ეს ადამიანები ვერასდროს გავიდნენ. ამ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გამოშიგნა ძალოვანი უწყებები, დაშალა პროფესიული სტანდარტი და მთლიანად ააწყო ძალადობაზე, ეს შექმნილი კომპრომატები კი ზუსტად ამისთვის სჭირდებათ. როგორ ქმნიან, როგორ აგზავნიან ჩატებში, ეს არ არის მთთვის უცხო.  ინსტიტუციურ დონეზე, გენერალური ინსპექცია, პროკურატურა, სახალხო დამცველი, არცერთი მექანიზმი არ გამოიყენება, განა იმიტომ, რომ ამ ინსტიტუტებს არ აქვთ რესურსი მსგავსი დანაშულებები აღკვეთონ, გამოიძიონ, დააყენონ კონკრეტული შედეგი, ნება და მიდგომა არ არის, ეს არის ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ მწვანე შუქი, ეს არის მათთვის ის სივრცე, რომელიც შექმნილი აქვთ მოქმედებისთვის და ამ სივრცეში ეს ადამიანები სხვადასხვა მეთოდოლოგიით მოქმედებენ. წარმოიდგინეთ, რა მეთოდები არსებობს სასურველი ჩვენების მისაღებად, ადამიანების გასატეხად, – განაცხადა შაიშმელაშვილმა.

TV პირველის „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებმა მოიპოვეს ვიდეომასალები, რომლებშიც, პოლიციის განყოფილებებში მოქალაქეების მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია ასახული. რეპორტაჟის თანახმად, კადრები თავად სამართალდამცველების მიერ იყო გადაღებული და შიდა ჩატებში ვრცელდებოდა. ამ ეტაპზე მოპოვებულია ხუთი ვიდეო, სადაც მინიმუმ სამი სავარაუდო დაზარალებული ფიგურირებს.

მასალები გამომძიებელ ჟურნალისტებს გიორგი კვიცარაძის ოჯახმა გადასცა. ოჯახის მტკიცებით, კვიცარიძემ პოლიციელების შიდა მიმოწერების ჩატიდან ათეულობით ვიდეოფაილი ჩამოტვირთა, რის შემდეგაც დააკავეს. დედა შვილის დაკავების მიზეზად სწორედ აღნიშნული მასალების გავრცელებას ასახელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რამდენდ იყიდით დოლარს და ევროს – განახლებული ვალუტის კურსი
  • “+33 გრადუსამდე მოიმატებს”- როგორი ამინდი იქნება მომდევნო კვირაში
  • 17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge