Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საგარეო EU-ს წინააღმდეგ – ბოჭორიშვილის უწყება ევროკავშირს ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს

October 20, 2026
საგარეო EU-ს წინააღმდეგ – ბოჭორიშვილის უწყება ევროკავშირს ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს

xr:d:DAFhOJIz6Xg:13,j:46000882510,t:23042712

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენლებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საგარეო უწყების მტკიცებით, სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების წინასწარი შეფასება და მისი ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომლებიც შესაძლოა დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად აღიქმებოდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება. სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს. სამინისტრო ასევე შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას. სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად, და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.

ამ ფონზე ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს. მისი შეფასებით, აღნიშნული პროცესები მართლმსაჯულების სისტემის ინსტრუმენტალიზაციაზე მიუთითებს და დემოკრატიულ პლურალიზმსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს საფრთხეს უქმნის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საგარეო EU-ს წინააღმდეგ – ბოჭორიშვილის უწყება ევროკავშირს ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს
  • „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფილიალები არ არიან პოლიტიკური პარტიები, ისინი გარედან მართულ აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ საქართველოში და პოლიტიკური ველი მათგან უნდა გაიწმინდოს- ეკა სეფაშვილი
  • რაც მათთვის საქართველოში იყო მისაღები, მათსავე დედაქალაქებში მიუღებელი აღმოჩნდა – ეს არის ორმაგი სტანდარტი- გიორგი ჩაკვეტაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge