“ვერანაირი არგუმენტი და ვერც ერთი გონიერი ადამიანი ვერ გაამართლებს ამ ბარბაროსულ, გამანადგურებელ თავდასხმას ისეთ წმინდა სალოცავზე, როგორიც ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციების მქონე, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი – კიევ-პეჩერის ლავრაა” – ამის შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს.
„მსოფლიო საპატრიარქო რუსეთის ფედერაციის მიერ კიევ-პეჩერის ისტორიულ ლავრაზე განხორციელებული მიუღებელი სარაკეტო თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებასა და იმედგაცრუებას გამოხატავს და კატეგორიულად გმობს მას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა თავდასხმას ქრისტიანობის საერთო რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის წმინდა და სიმბოლურ ძეგლებზე. ვერანაირი არგუმენტი და ვერც ერთი გონიერი ადამიანი ვერ გაამართლებს ამ ბარბაროსულ, გამანადგურებელ თავდასხმას ისეთ წმინდა სალოცავზე, როგორიც ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციების მქონე, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი – კიევ-პეჩერის ლავრაა.
მისი ყოვლადუწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ტელეფონით ესაუბრა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, მის უნეტარესობა ეპიფანეს. უწმინდესმა ბართლომემ შეშფოთება გამოთქვა რუსული აგრესიის გამო და მრავალტანჯულ უკრაინელ ხალხს დედაეკლესიისა და პირადად თავისი სრული მხარდაჭერა დაუდასტურა. მან თანაგრძნობა გამოხატა თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ახლობლებისა და დაშავებულების მიმართ“ – ნათქვამია მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსებმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრა 15 ივნისს, გამთენიას დაბომბეს. დაიღუპა 4 და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. ადგილზე მივიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენ ვიტყვით ჩვენს სათქმელს”.
