25 ივნისიდან ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით ავიარეისები შესრულდება. ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვგებულობთ.
ცნობილი ხდება, რომ რეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას შესრულდება.
რაც შეეხება ფრენის ღირებულებას, ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით ერთი გზის ღირებულება 735 ლარიდან დაიწყება, ხოლო ბიზნეს-კლასით მგზავრობის მსურველებს 4 974 ლარის გადახდა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ ასევე 25 ივნისიდან Georgian Airways-ი თბილისი-ბათუმის მიმართულებითაც გეგმავს ფრენების დაწყებას. ფრენები კვირაში ოთხი სიხშირით უნდა შესრულდეს.
