2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37 მლნ აშშ დოლარი (99.2 მლნ ლარი) გადაირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.1%-ით მეტია. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის მაისში საქართველოდან 35.2 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა.
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, წელს მაისში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა აზერბაიჯანში გადაირიცხა, ხუთეულში შედიან – თურქეთი, რუსეთი, საბერძნეთი და უკრაინა.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრენიუსი“ გთავაზობთ 10 ქვეყანას, სადაც გასულ თვეში საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა გადაირიცხა:
აზერბაიჯანი – 7.281 მლნ აშშ დოლარი
თურქეთი – 5.444 მლნ აშშ დოლარი
რუსეთი – 4.465 მლნ აშშ დოლარი
საბერძნეთი – 2.172 მლნ აშშ დოლარი
უკრაინა – 2.163 მლნ აშშ დოლარი
უზბეკეთი – 1.820 მლნ აშშ დოლარი
ყაზახეთი – 1.831 მლნ აშშ დოლარი
იტალია – 1.450 მლნ აშშ დოლარი
გერმანია – 1.024 მლნ აშშ დოლარი
აშშ – 958 ათასი აშშ დოლარი
ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მლნ აშშ დოლარი (911 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.1%-ით (22.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2025 წლის მაისში გზავნილების მოცულობა 317.42 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
