მუსიკოსი დათო ლონდარიძე გარდაცვლილ კოლეგასა და დიდი ხნის მეგობარს, ლევან კბილაშვილს ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს და მისი უცნობი რომანის შესახებ საუბრობს:
„გაიცნო ერთი გოგონა, რომელიც საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა. მათ შორის რომანი გაჩაღდა და ერთობლივად გადაწყვიტეს, უცხოურ „ვოისში“ მიეღოთ მონაწილეობა. დიდი წარმატებით ჩაიარა მისმა გამოსვლამ. ამ ქვეყანაში 6 წელი დაჰყო, ამასობაში იმ გოგონას დაშორდა…
ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო. ბოლო დროს სულ ფიქრობდა, არჩევანში იყო. უნდოდა, ოჯახი გაეხარებინა, რაღაც ვერ მოაბა თავი. უზომოდ ბევრს შრომობდა…“