Tuesday, June 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლევან ხაბეიშვილი მისი ცემის საქმეზე 2 წლის შემდეგ დღეს პირველად გამოკითხეს

June 9, 2026
“პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო? არაფერი მაქვს ასაღიარებელი, საჯარო განცხადებები იყო ჩემი და არაფერია იმის იქით” – ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი მისი ცემის საქმეზე ორი წლის შემდეგ დღეს პირველად გამოიკითხა – რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გამოსულმა გამომძიებელმა დღეს მედიასთან დეტალებზე არ ისაუბრა. პროკურატურის წარმომადგენელმა არ უპასუხა კითხვას, დაიკითხა თუ არა გდდ-ს ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელსაც დაკავებული პოლიტიკოსი ძალადობის ერთ-ერთ ორგანიზატორად ასახელებს.

“ლევან ხაბეიშვილს პროკურატურის გამომძიებელი შევხდი, როგორც დაზარალებულ პირს, მისი გამოკითხვის მიზნით. კონკრეტულად, რა სახის ინფორმაცია მიაწოდა მან გამოძიებას, დეტალებს ვერ მოგახსენებთ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. (ჟურნალისტი – დაგისახელათ კონკრეტული სპეცრაზმელები?) კონკრეტულ დეტალებს ვერ მოგახსენებთ.

გამოიკითხულია ძალიან ბევრი მოწმე ამ სისხლის სამართლის საქმეში და გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა აქვს კონკრეტულ საქმესთან”, – ამბობს გამომძიებელი.

დღეს გამომძებელმა “ტვ პირველის” კითხვის საპასუხოდ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს.

“გამოძიება არ არის დასრულებული, გრძელდება და ტარდება რიგი საგამოძიებო მოქმედებები” – თქვა პროკურატურის წარმომადგენელმა.

“ტვ პირველმა” გამომძიებელს ჰკითხა, თუ რატომ დასჭირდა გამოძიებას 2 წელი რომ დაზარალებული ლევან ხაბეიშვილი გამოგეკითხათ?

“გითხარით უკვე, გამოძიების დეტალებია, რაზეც ვერ ვისაუბრებ”- თქვა გამომძიებელმა.

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, დღეს გამომძიებელი ცდილობდა, რომ მისთვის და ხაბეიშვილისთვის ხელი გაუთქმელობაზე მოეწერინებინა.

“როგორც ადვოკატმა, მე ხელი გაუთქმელობაზე არ მოვაწერე, ასევე ხელი არ მოაწერა ლევანმა. გამომძიებელმა აგვიხსნა, რომ ჩვენ მოვაწერდით თუ არა ხელს, ეს მაინც ნიშნავს, რომ ჩვენ გაუთქმელობაზე გაგვაფრთხილეს, რაც არის უკანონო”, – თქვა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავეს. 5-დან 2, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ექსპერტმა გვითხრა, რომ შეუშვეს ნარკოზის საწინააღმდეგო, გავჭერით თუ არა, მაშინვე რეაქცია ჰქონდა და გული გაუჩერდაო…” – გარდაცვლილი ლუკა ჩიხკვიშვილის ოჯახის ახლობელი
  • “ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური სიტყვების გამოა დაკავებული და მისი წამების შემოქმედები დაკავებულები არ არიან” – ადვოკატი
  • “მშვიდობა მხნეობა და გამძლეობა მათ, ვინც ციხეში რჩება” – გოჩა ყატაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge