საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარ ქვეყანაში ქარიშხალს მოიმკის.
„არც ესენი იყვნენ ვენეციელი კარტოგრაფები, და არც ისინი – სწავლას მოწყურებული ეგვიპტელი სტუდენტები.
ის, რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
