Sunday, October 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის შესყიდვის ტენდერი 12-ჯერ ჩაიშალა

October 18, 2026
თბილისის საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის შესყიდვის ტენდერი 12-ჯერ ჩაიშალა

თბილისის საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის შესყიდვის ტენდერი 12-ჯერ ჩაიშალა. ამის გამო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 1 788 823 ლარის ღირებულების ხელშეკრულებას კომპანია „მითარეასთან“ გამარტივებული წესით აფორმებს.

სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიამ დედაქალაქის 192 საბავშვო ბაღს ჯამში 43,6 ტონა გაციებული საქონლის ხორცი უნდა მიაწოდოს.

სააგენტოს განმარტებით, მიმდინარე წლის მაისიდან გამოცხადებული ვერცერთი ტენდერი ვერ შედგა, რამაც საბავშვო ბაღებში კვების დადგენილი ნორმების დარღვევისა და ცილოვანი პროდუქტების დეფიციტის საფრთხე შექმნა. სასწავლო პროცესის დაწყებისას ბაღებმა ხორცის ერთთვიანი მარაგი გამარტივებული შესყიდვით მიიღეს.

კომპანია „მითარეა“ ბაზრის კვლევის შედეგად შეირჩა, რადგან კონკურენტთან შედარებით დაბალი ფასი შესთავაზა სააგენტოს. კომპანია 2021 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელი ნინო სულაბერიძეა. 2024 წელს „მითარეამ“ თბილისის ბაღებისთვის ხორცის მიწოდებაზე 6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერიც მოიგო.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო წლის დასაწყისში თბილისის 20 საბავშვო ბაღში 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს სავარაუდო ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდა. მოგვიანებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შემთხვევების სავარაუდო მიზეზად ნოროვირუსი დაასახელა. სურსათის ეროვნული სააგენტოს 15 ოქტომბრის ინფორმაციით კი, ბაღებიდან აღებული 694 ნიმუშის კვლევისას სურსათის უვნებლობის ნორმების დარღვევა არ გამოვლენილა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს,რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის“ – შალვა პაპუაშვილი
  • თბილისის საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის შესყიდვის ტენდერი 12-ჯერ ჩაიშალა
  • “გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ” – ირაკლი კირცხალია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge