გაზრდილმა ჯარიმებმა ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია ვერ უზრუნველყო ამ საკითხზე პარლამენტში დეპუტატმა ლადო ბოჟაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად სანქციების გამკაცრებისა, საგზაო შემთხვევებისა და მსხვერპლის სტატისტიკა კვლავ იზრდება.
მისი თქმით, თუ გაზრდილმა ჯარიმებმა სასურველი შედეგი ვერ მოიტანა, შესაძლებელია მათი შემსუბუქების საკითხიც განიხილონ. ბოჟაძე მიიჩნევს, რომ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მოდელის შემუშავება და ამ მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნას ითხოვს.
მინდა, შეგახსენოთ ძალიან მძიმე სტატისტიკა. მათ შორის 2024 წელს, იცით თქვენ, რომ გარდაიცვალა 444 ადამიანი, დაშავდა 7 587 ადამიანი, თუმცა, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მძიმეა 2025 წლის სტატისტია, როცა 469 ადამიანი გარაიცვალა, 8191 ადმაიანი დაშავდა და კიდევ უფრო მძიმე სტატისტიკა გვაქვს ახლა, პირველი და მეორე კვარტალი, ასე ვთქვათ, 2026 წლის და რა თქმა უნდა, ჯარიმის ამოცანაა პრევენცია, თუ სტატისტიკურად გაზრდილმა ჯარიმებმა ბევრი არაფერი შეცვალა, კი, ბატონო, ვიმსჯელოთ შესაბამისად, მათ შემსუბუქებაზე, თუმცა გთავაზობთ შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია მათ შორის პარლამენტის აქტიური ჩართულობით, რომელიც იმუშავებს ქვეყანაში, ზოგადად, საგზაო უსაფრთხოების მოდელის ჩამოყალიბებაზე, – ამბობს ლადო ბოჟაძე.
