“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ბიძინა ივანიშვილისთვის ირაკლი კობახიძის მიერ მიძღვნილ ბრიფინგთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
“თქვენ რა, დაინახეთ, რომ ბატონ ბიძინას დაცვა სჭირდება თქვენ ფიქრობთ?… ის თავდასხმები, რომელიც მისი მისამართით ასე შეკვეთილად ხორციელდება, კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ აბსოლუტურად ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გვეძლევა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და პრინციპული ნაბიჯები გადავდგათ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე” – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
