სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 8 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს – პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დააკმაყოფილა.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე თავისუფლდებიან:
გოჩა ყატაშვილი.
სულხან აბრალავა.
დათო ღურწკაია.
გენადი კელიხაშვილი.
რამაზ ჯორბენაძე.
ჯანდრი თირქია.
ევა შაშიაშვილი.
ალექსანდრე გოგოლაძე.
სამი წელი პირობითი მსჯავრი – ეს არის სასჯელი, რომელიც მათ დაეკისრებათ. პროკურატურის პასუხს განსასჯელის სკამზე მყოფი ბრალდებულები თვეები ელოდებოდნენ.
