Friday, June 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯარიმა 500-დან 6 000 ლარამდე – ვის შეეხება ახალი რეგულაცია

June 5, 2026
სასიხარულო სიახლე მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება უუქმდებათ და ამის ნაცვლად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ ბაზაში რეგისტრაცია მოუწევთ – შესაბამისი ცვლილებები „ტურიზმის შესახებ“ კანონში პარლამენტში ინიცირებულია.

კანონპროექტის მიხედვით, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები – ტურისტული გიდები, ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები/ტურაგენტები ვალდებულები იქნებიან დარეგისტრირდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში. ადმინისტრაცია ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების აღრიცხვასა და დამუშავებას.

ამასთან, პროექტიდან ამოღებულია ნორმები, რომლებიც ტურისტული საქმიანობის ეკონომიკურ რეესტრში რეგისტრაციას ეხებოდა. სექტორის წარმომადგენლებს აღნიშნული პროცედურა ფასიან მომსახურებად უწევდათ.

კანონპროექტი ასევე ცვლის სანქციების ნაწილს. კერძოდ:

ტურისტული საქმიანობის განხორციელება ტურიზმის ადმინისტრაციის ბაზაში რეგისტრაციის გარეშე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 1 000 ლარი იქნება;

რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების გაწევა შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე 3 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, განმეორების შემთხვევაში – 6 000 ლარს;

ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა 1 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით კი – 3 000 ლარით.

ცვლილებებით, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობების ჩამონათვალსა და განხორციელების წესს. ასევე დადგინდება, რომელი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებისთვის იქნება სავალდებულო პროფესიული პასუხისმგებლობის ან/და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებების ძირითადი ნაწილი 2026 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება, ხოლო სანქციების ნაწილი – 2027 წლიდან.პროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯარიმა 500-დან 6 000 ლარამდე – ვის შეეხება ახალი რეგულაცია
  • 6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • „მოგვენატრები ჩვენო ხუჭუჭა ბიჭო…“ – ქუთაისის N11 საჯარო სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge