Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გაშიფრულები ხართ, როგორც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი – ლევან მაჭავარიანი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს

October 27, 2026
მაჭავარიანი 2028 წლის არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს აანონსებს

„4 ოქტომბერს თქვენ ელოდებოდით რევოლუციურ პროცესებს და როდესაც რევოლუცია ვერ შედგა საქართველოში, თქვენმა გარე უფროსობამ დაგავალათ, შებრძანდით პარლამენტში, შიგნიდან გვჭირდება დამხმარე ძალა, რომ საბოტაჟი შიგნიდან გაგრძელდესო“, – მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.

ლევან მაჭავარიანის შეფასებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია, რასაც, მისი თქმით, როგორც ოპოზიციურ ძალებთან მათი თანამშრომლობა, ისე წარსულში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები ადასტურებს.

„2024 წლის არჩევნების წინ თქვენ ქარტიას შეუერთდით, სადაც პირდაპირ ხელი მოაწერეთ, რომ კოალიციას ქმნიდით „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. 4 მუნიციპალიტეტში თქვენ კოალიცია შექმენით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. 2025 წლის არჩევნებში თქვენ გაგიმესამედდათ ამომრჩევლის რაოდენობა იმიტომ, რომ გაშიფრულები ხართ, როგორც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასევე გამოეხმაურა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი ხელისუფლების ჩამოშლა და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ხმების მოპოვება იყო. მისი განცხადებით, გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თავად აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ელჩებთან კონსულტაციები გამართა.

„საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოზეა. დიდი იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება როგორც სამართლებრივი, ასევე ობიექტური. აუცილებელია, პოლიტიკური ველი გაჯანსაღდეს. აგენტურული პარტიების ადგილი საქართველოში, პოლიტიკურ ველში არ უნდა არსებობდეს. ამის შემდეგ მიეცემა უკვე მოტივაცია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, რომ ნაბიჯები გადადგან პოლიტიკაში და ჯანსაღი ოპონირება გაგვიწიონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იმედისა და რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდებზე “მითების დეტექტორმა” ყალბი ანგარიშები გამოავლინა
  • ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოგგლიჯავ ენას“ – ხომ არ გგონია, 13 წელი ვიქნები ციხეში – ალეკო ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს
  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge