შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოს დაიწყო. სოციალურ ქსელში მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ეხმაურება.
“შუბლისძარღვგაწყვეტილებისთვის” სიურპრიზია! დღეიდან, ყველა, ვინც აბულინგებს ბავშვებს, ოჯახებს, – კანონი პასუხს მოსთხოვს! (და არა მარტო ბავშვების მიმართ ბულინგი.. ნებისმიერ მოქალაქის მიმართ!)
მე პირადად მქონდა პრაქტიკა, როდესაც ჩვილი ბავშვის მიმართ განხორცილებული დანაშაულებრივი სიძულვილის ენაზე კანონით ვერ მოვახდინე ვერანაირი დაცვითი მექანიზმის ამუშავება.. ადგილი ჰქონდა საჯარო სივრცეში დიდი დოზით ბავშვის შეურაცხყოფას.. ზრდასრულებს რომ თავი დავანებოთ.. ან ლაქტაციაზე მყოფ დედას, როემლსაც შეუწყდა ლაქტაცია ბულინგის გამო!., ვფიქრობ კანონი გაითვალისწინებს ტრანსნაციონალურ (ქვეყნის საზღვრებს გარეთ) დანაშაულს კიბერ სივრცეში, კონკრეტულად ზიზღის ენას ვგულისხმობ! მაქვს შეგროვებული პირდაპირი მტკიცებულებები (არა მხოლოდ მე.. ბევრს..) და ვისურვებდი შსს-ს მივაწოდო ყველა ეს მტკიცებულება. დაიწყეთ გამოძიება ნამდვილი დამნაშავეების მიმართ! წლებია არაადამიანურ ბულინგს განვიცდით!“- წერს გიორგი გასვიანი.
“ქართულმა ოცნებამ“ შსს-ში ახალი სპეციალური სამმართველო შექმნა, რომლის მთავარი ფუნქციაც “საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება”.
მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულში იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და “სხვა მსგავს ქმედებებს”.
