“გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, სოფო ხორგუანმა რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულება დატოვა, სადაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მოსანახულებლად იმყოფებოდა.
როგორც მან პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე რამდენიმე პატიმარი შიმშილობს და ის “უცნაურ რიტუალი”, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკამერების ჩანაწერებშია, არაფერია თუ არა “ზეწოლა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.
„საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ძალიან მტკიცედ აპირებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას ესმის, რომ მისი ბრძოლა ნიშნავს სხვა დანარჩენი პატიმრების უფლებებისთვის ბრძოლას. როგორ შეიძლება ვენდოთ დაწესებულებას, რომელმაც რაღაც უცნაურ რიტუალს, რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ ჩხრეკა თუ გასინჯვა დაარქვა.
სხვათა შორის ოცნების ხელისუფლების პირობებში, პირველ წლებში ძალიან ამაყობდნენ იმით, რომ მსგავსი ჩხრეკა აღარ ტარდებოდა და რენტგენის აპარატებით ხდებოდა შემოწმება. როგორც ჩანს, დაუბრუნდნენ ძველ მეთოდებს. რა რიტუალი იყო ეს თუ არა ზეწოლა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. რა რიტუალი იყო 10 – კაციანი თავდასხმა ერთ პატიმარზე და ლოგინზე დაწვენა, რა ჰქვია ამას?
რამდენიმე პატიმარმა შიმშილობა დაიწყო. მე მინდა ამ პატიმრებს მივმართო და ვთხოვო, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის რა თქმა უნდა გააგრძელონ სამართლებრივი გზებით, მაგრამ ფიზიკური ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
