Monday, October 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ვალერი გელაშვილი ამტკიცებს, რომ „ფულის გამთეთრებლად“ მამუკა მდინარაძის „ხუშტურების“ გამო გამოაცხადეს

October 5, 2026
ვალერი გელაშვილი ამტკიცებს, რომ „ფულის გამთეთრებლად“ მამუკა მდინარაძის „ხუშტურების“ გამო გამოაცხადეს

ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი მისთვის დაკისრებულ 5 მილიონიან გადასახადს მამუკა მდინარაძეს უკავშირებს. გელაშვილი „ტვ პირველებთან“ ამბობს, რომ ფულის გათეთრებას უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს „მდინარაძის ხუშტურებს“ უწოდებს. მისი თქმით, თავდაპირველად დავის გაგრძელებას და ბოლომდე ბრძოლას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება და თანხის გადახდა არჩია.

გელაშვილი ასევე ამბობს, რომ ბოლო ორი წელია ვენესუელაში ცხოვრობს.

მე კანონი არ დამირღვევია, მე ეს შევაფასე სამხარაულში წლების წინ რა ღირდა და იმით ვიხილე. მერე ახალ წელს გამომიგზავნეს, ახალი წლის წინა დღეებში შემოწმება შემოვიდა და ასე თუ ისე ვარჩიე, რომ შეთანხმებაზე წავსულიყავი, თორემ მე ამ პროცესს არ ვაპირებდი და ბრძოლას ვაპირებდი ბოლომდე, დავებშიც ვიყავი, მაგრამ არ ვიცი… არა ( არ იყო ფულის გათეთრება), ვისაც უნდა “შევესპორები”, ამაზე აუდიტიებიც მყავდა და ეს იყო არასწორი. ეგ იყო მდინარაძის ხუშტურები. სანამ გაუშვეს, მე უკვე ჯარიმა დამადებინეს, ყველაფერი არ ითქმევა, თქვენც იცით და მეც ვიცი.

ორი წელიწადია იქ ვცხოვრობ (ვენესუელაში), ვისვენებ, არავინ მაწუხებს,

საქმე ეხება ვაჟა ფშაველას გამზირის ბოლოს მდებარე ცათამბჯენს, 2021 წელს ვალერი გელაშვილმა გადაწყვიტა, რომ კომპანიიდან, რომელიც აღნიშნული კორპუსის მშენებელია, წილი გამოესყიდა. მეწილეც იყო “ქართული ოცნების” ორგზის დეპუტატი ლერი ხაბელოვი.

“ტვ პირველებმა” კითხვების დასმა ლერი ხაბელოვისთვისაც სცადა, თუმცა ხაბელოვი ამტკიცებს, რომ საქმის კურსში არ არის და არაფერი იცის.

“ქართული ოცნების” წევრები კი ყოფილ თანაგუნდელს მოუწოდებენ, ჯარიმა გადაიხადოს. გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება, ხოლო მდინარაძის ხსენება ყურადღების მსიაქცევად გახდა საჭირო.

ახლა გახდა ვალერი გელაშვილი თქვენი დასაცავი? არც ვალერი გელაშვილი და არც ნებისმიერი სხვა ბიზნესმენი არ შეიძლება, უკანონოდ ყიოს დასანქცირებული. ფაქტია, რომ კანონია გამოყენებული და ფაქტია, რომ დამოკიდებულება არის სამართლიანი. არანაირად ვალერი გელაშვილის განცხადებები არ ქმნის შთაბეჭდილებას იმაზე, რეალურად, რა ხდება ბიზნესის სფეროში. პოპულარულია, მდინარაძე უნდა ახსენო, ბიძინა ივანიშვილი უნდა ახსენო… მამუკა მდინარაძის ხსენება თქვენი ყურადღების მისაქცევად არის გამოყენებული, – ამბობს გიორგი ვოლსკი.

ირაკლი ქადაგიშვილიც ამტკიცებს, რომ მამუკა მდინარაძე არაფერ შუაშია და გელაშვილს ურჩევს, კეთილსინდისიერად გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა.

ეს არის ერთი ბიზნესმენის ერთი კერძო საქმე, აქვს კონკრეტული ვალდებულებები საგადასახადო სისტემასთან წარმოშობილი და კეთილი ინებოს, ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით კეთილსინდისიერად ემოქმედოს. არ არსებობს ეგეთი რამე, რომ ვიღაცა კონკრეტულმა ადამიანმა რა ქნა? ადგა და ჩეკი გამოუწერა მამუკა მდინარაზემ, 11 მილიონი გადაიხადეო?, – ამბობს ქადაგიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სახეში რამდენჯერმე შემოვულაწუნე, გააკანკალა“ – რა თქვა პროცესზე მწვანილის საჭრელი დაფით მოკლული 22 წლის ბიჭის საქმეში ბრალდებულმა
  • 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურისთვის მიმართვას კიდევ ერთი მსჯავრდებული, ირაკლი ჩხვირკია გეგმავს
  • ვალერი გელაშვილი ამტკიცებს, რომ „ფულის გამთეთრებლად“ მამუკა მდინარაძის „ხუშტურების“ გამო გამოაცხადეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge