ხვალ 7 საათზე ვიკრიბებით თსუ-ს პირველ კორპუსთან და მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე, ბოლომდე ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები და სრულფასოვანი აქცია გავმართოთ ის, რისი უფლებაც გვაქვს – განაცხადა ოპოზიციის ალიანსის აქციამდე 1 დღით ადრე, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ
“გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ რუსთაველი ცარიელი იქნება ჭანტურიას ქუჩის შემდეგ. ეს არის მერიოტთან ჩასახვევი. იქ უბრალოდ არაფერი არ იქნება. ჩვენ ვითხოვთ სწორედ ამ ტერიტორიას, რომელიც როგორც თავად განაცხადა გუშინ შსს-მ, იქნება გადაკეტილი და ცარიელი. ეს ტერიტორია ეკუთვნის მოქალაქეებს, ეს ტერიტორია ტრადიციულად არის პროტესტის გამოხატვის ადგილი თბილისში, ისტორიულად, მოყოლებული საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდიდან, როდესაც ზუსტად რუსთაველის გამზირზე დაიშალა საბჭოთა კავშირი. ასევე ვაპირებთ ჩვენ რეჟიმის ჩამოშლას ჩვენი უწყვეტი, ძალიან პრინციპული პროტესტით, რომელიც მიმდინარეობს 500 დღეზე მეტია და 26 მაისს ვგეგმავთ ძალიან ბევრი ადამიანით უკვე ახალ საფეხურზე გადაყვანას პროტესტისა, რაც მოიცავს კვლავ ძალიან ბევრი ადამიანის მეშვეობით რეჟიმის გაპროტესტებას.
ჩვენ არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს, რომელიც 2 თვეა ცნობილია ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც და იმიტომ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა თავისი შიშის თუ სხვა მიზანშეწონილობის გამო შეგვაცვლევინოს ჩვენი გეგმები ჩვენ და საქართველოს უამრავ მოქალაქეს, ამის გამო ეს გეგმები არ შეიცვლება. ჩვენი მოთხოვნა ემყარება კონსტიტუციას, ჩვენ მოვახდენთ ჩვენი უფლების რეალიზაციას სრულად იმიტომ, რომ ეს გვეკუთვნის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს. რაც შეეხება ივანიშვილის რეჟიმის ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და შეზღუდვებს, არ ვაპირებთ მორჩილება გამოვუცხადოთ იმას, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსაც.
ხვალ 7 საათზე ვიკრიბებით თსუ-ს პირველ კორპუსთან და მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე, ბოლომდე ვეცდებით შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები და სრულფასოვანი აქცია გავმართოთ ის, რისი უფლებაც გვაქვს. მოვუწოდებ ბრჭყალებში ხელისუფლებას., თავი შეიკავოს ნებისმიერი ინციდენტისგან. შევახსენებ, რომ აქ იმყოფება, მათ შორის, აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაცია, მასთან შეხვედრები აქვს ოპოზიციას, ასევე თვითგამოცხადებულ ხელისუფლებასაც და პროცესები გამადიდებელი შუშის ქვეშ არის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც…” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
