თბილისის საქალაქო სასამართლომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე გუშინ დააკავა.
ლევან ახობაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.
