ესპანეთში ძლიერმა შტორმმა „დანა ადამმა“ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ნგრევა გამოიწვია. ვალენსიასა და ალიკანტეში კი განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ RTVE იტყობინება.
მედიასაშუალების ცნობით, 19 ოქტომბერს ვალენსიისა და ალიკანტეს გარკვეულ ნაწილში ასევე ბალეარის კუნძულებზე, სასწავლო პროცესი შეჩერდა შეჩერდა.
ბალეარის კუნძულებზე სამხედრო დანაყოფები განლაგდნენ, რათა სტიქიასთან გამკლავება გახდეს შესაძლებელი. 19 ოქტომბრის დილით მაშველებმა დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ასევე, ნაპოვნია 18 ოქტომბერს დაკარგული ერთი ადამიანის ცხედარიც. ქალაქის საბჭომ გლოვის დღე გამოაცხადა.
სამხედრო საგანგებო სიტუაციების განყოფილებამ განაცხადა, რომ მათი დანაყოფები ვალენსიაში მდებარე ბაზას ტოვებენ და იბიცასა და მალიორკაზე გაემგზავრებიან, რათა კუნძულების საგანგებო სიტუაციების სამსახურებს დაეხმარონ. ამასთან, უცხოური მედიის ცნობით, იბიცაში უამინდობის გამო 27 ავიარეისი გაუქმდა.
