Monday, October 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია, საზოგადოება დაინახავს, რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია”- რას ამბობს კახა კალაძე

October 19, 2026
“როდესაც დროის მოკლე მონაკვეთში ამ რაოდენობის ნალექი მოდის, დიდ პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ ჩვენთან, ჩვენზე უფრო ძლიერ და განვითარებულ ქვეყნებში, ქალაქებში” – რას ამბობს კახა კალაძე

ჩვენ გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, რომლებსაც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას. ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ხუთი პოლიტიკური სუბიექტის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ დაგეგმილ საკონსტიტუციო განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პარტიები თავიანთი ქმედებებით წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ქართულ სახელმწიფოსთან.

„როდესაც გაქვს პრეტენზია იმისა, რომ იყო პოლიტიკაში და გერქვას პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე შენს ქვეყანას და იღებდე დაკვეთას შენი მოსახლეობისგან. ჩვენ სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით წლების განმავლობაში. ამ რეალობას ფარდა ჩამოხსნა „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ და აბსოლუტურად გააშიშვლა ის ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ემსახურებოდნენ არა ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, არამედ გარე ძალებს. ისინი კონკრეტული გადაწყვეტილებებით, განცხადებებით პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ქართულ სახელმწიფოსთან და არ ემსახურებოდნენ ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას, პირდაპირ იყვნენ მტრულ დამოკიდებულებაში სახელმწიფოსთან. აქედან გამომდინარე, ასეთ პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, განხილვისას ყველაფერი გამჭვირვალე იქნება.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, რომელსაც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას. აქ დახურული და დამალული არაფერი იქნება, ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს, რა პროცესები მიმდინარეობს, რა არგუმენტები გვაქვს. დანარჩენი უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ასევე, მან ისაუბრა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრაქტიკაზე ევროკავშირში უკრაინასა და მოლდოვაში, რასაც, მისი თქმით, მწვავე შეფასებები არ მოჰყოლია.

„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხზე, არამედ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. თუნდაც ავიღოთ ძალადობრივი აქციები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, კონკრეტულ ქალაქებში. ასევე, გვახსოვს ის ძალადობრივი აქციები საქართველოში როდესაც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ქვებისა და მოლოტოვის კოქტეილების სროლას ჰქონდა ადგილი. არათუ ამის დაგმობა არ მოვისმინეთ, პირიქით, ახალისებდნენ და ხელს უწყობდნენ ამ ყველაფერს. მოგისმენიათ რაიმე განცხადება ან კრიტიკული შეფასება იგივე უკრაინასთან მიმართებით, როდესაც, თუ არ ვცდები, 17 თუ 18 პარტია აკრძალეს? მოლდოვაში ორი თუ სამი პარტია აიკრძალა. საუბარია ბოლო წლებზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში.

„წლების განმავლობაში, 2012 წლამდე ასე ხდებოდა, რომ თუ გარედან რაღაცას ითხოვდნენ, ეს იყო სრული ჭეშმარიტება და უნდა გვემოქმედა ისე, როგორც გარედან ან რომელიმე კონკრეტული ელჩი განაცხადებდა. არა, ეს ასე ვერ იქნება. ჩვენ დღეს ძლიერნი ვართ ისე, როგორც არასდროს. ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი თავისი შესაბამისი ინსტიტუციებით, ყველაფერს განსაზღვრავს მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი და არა გარედან ვიღაც კონკრეტული ადამიანები, კომპანიები თუ დაჯგუფებები. რა თქმა უნდა, ყველასთან გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს დათმობილი. საქართველოს ინტერესების ხარჯზე არც მეგობრობა იქნება და არც პარტნიორობა. ჩვენ გვინდა ჯანსაღი ურთიერთობები“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მთავრობამ მარცხი განიცადა, ვერ შეძლო საპროტესტო მოძრაობის პოლიტიკური მოთხოვნების გათვალისწინება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა- საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი რაფაელ გლუქსმანი
  • ამერიკელი მეცნიერების გამოგონება – ბაზარზე შესაძლოა, მანათობელი ტატუები გამოჩნდეს, რომლის ჩართვა-გამორთვაც იქნება შესაძლებელი
  • წელს აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარი რუსეთიდან 8.5 მლნ ადამიანმა გადაკვეთა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge