„ფეისბუკის“ მომხმარებელი ქეთი ნაკაშიძე პოსტს აქვეყნებს და 2013 წელს მომხდარ, აქანდე ყველასათვის უცნობ ამბავს საზოგადოებას უზიარებს:
” …ასეთი რა დავწერე, რომ ამდენი შეურაცხმყოფელი სტატუსები წამოვიდა.
გული რამ გაგიყინათ, რამ გაგიქვავათ.
რა დააშავა ან პატარებმა ან მე, როგორც სტატუსის ავტორმა.
სიკეთე და სიხარული გაგიზიარეთ, თუ არ მოგწონთ გადადით სხვა არხზე
ბიძინა კი ხშირად მგზავრობს მატარებლით, ამის დასადასტურებლად ერთი სურათი კიდევ დავამატე.
ვიცი კიდევ უფრო დაიბოღმებით, მაგრამ არ მაინტერესებს. ყველა თავისი სიმართლით დადის.
უფალი სამართლიანია, მე მოგიტევეთ, დაე უფალმაც გაპატიოთ.
…არქივში აღმოვაჩინე სურათები, რომელიც 2013 წელსა გადაღებული.
გამახსენდა ერთი ლამაზი ისტორია ოთხი ტყუპის რომლებიც მატარებლით მგზავრობდა მშობლებთან და დეიდასთან ერთად.
არ ვიცი დამთხვევა იყო თუ ღვთის სასწაული, რადგან, იმ დროს, იმავე ვაგონით, ბატონი ბიძინა ოჯახთან ერთად მგზავრობდა.
სურათები ბევრის მთქმელია, მე მხოლოდ იმის დამატება შემიძლია, რომ ამ ოთხ ტყუპს, ბატონმა ბიძინამ ყოველთვიური ხელფასის სახით 2000 ლარი დაუნიშნა და ბავშვები ამ სიკეთით 18 წლამდე ისარგებლებენ.
ბატონო ბიძინა, რამდენი სიკეთე გითესიათ და ქველმოქმედებას დღემდე აგრძელებთ.
დაგლოოცოთ უფალმა და მოგცეთ ძალა მოთმინების და კვლავაც სიკეთის კეთების.
ძალიან დიდხანს იყავით ქართველთა იმედად.
უფალი გფარავდეთ…” – წერს ქეთი ნაკაშიძე