Monday, May 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ვითხოვთ – სასამართლომ ნიკა მელიას ნასამართლეობა, მისი პიროვნება და საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა გაითვალისწინოს” – პროკურორი

May 18, 2026
“ნიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ვითხოვთ – სასამართლომ ნიკა მელიას ნასამართლეობა, მისი პიროვნება და საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა გაითვალისწინოს” – პროკურორი

ბრალდების მხარე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ, რომელსაც მოსამართის შეურაცხყოფას ედავებიან, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

როგორც საქმის პროკურორი სალომე გულიაშვილი განმარტავს, სასჯელის ნაწილში სასამართლომ ნიკა მელიას ნასამართლეობა, მისი პიროვნება და საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა გაითვალისწინოს.

„ბრალდების მხარე სამართლიან სასჯელს მოვითხოვთ და შემდეგ სასამართლო შეაფასებს, თუ რა განაჩენი უნდა გამოიტანოს ბრალდებულის პიროვნებიდან, ნასამართლეობიდან, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე. რაც შეეხება უშუალოდ განაჩენს, ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ეს იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებები, რომელიც მოსამართლეს დაარწმუნებს იმაში, რომ ბრალდებულმა ბრალად წარდგენილი ქმედება ჩაიდინა. საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე შესაბამისი დასკვნა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. ვინაიდან, საქმეში ბრალდებულის შეურაცხმყოფელი სიტყვები მხოლოდ სამ სიტყვას გულისხმობდა, დასკვნაში, კონკრეტულად თუ რაში გამოიხატა შეურაცხყოფა, გვიწერია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სხვა შინაარსი ფაქტობრივად არ გვაქვს, ექსპერტმა გვითხრა, რომ მოცულობითი საუბარი არ არის და მან ვერ შეაფასა, ვის მიერ იქნა ნათქვამი, თუმცა, რა სიტყვები იქნა ნათქვამი, ეს ექსპერტიზის დასკვნაში ჩაიწერა, კონკრეტულად თუ ვინ თქვა ეს სიტყვები, ამასთან დაკავშირებით სხდომის მდივანი, სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები გამოიკითხნენ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები. შესაბამისად, ამ მტკიცებულებებს სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს და ბრალდების მხარის მოლოდინით, გამამტყუნებელ განაჩენს მიიღებს. სასჯელს რაც შეეხება, აღნიშნულზე გადაწყვეტილებას სასამართლო თავად მიიღებს“, – განაცხადა სალომე გულიაშვილმა.

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ცნობისთვის, ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ ვიცი, რა ბედი გვაქვს ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი ვერ გავიჩინეთ, რომელიც „ნაცი“ არ იქნებოდა, „მიშისტი“ არ იქნებოდა და რაღაც დონეზე მაინც ღირსეულ მტრობას შეძლებდა” – შალვა პაპუაშვილი
  • “სახელმწიფოს გამო კი არ არიან ციხეში, ისინი საქართველოსთვის ბოროტისმსურველი უცხოელების პირადი პატიმრები არიან” – პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მოქალაქეებზე
  • რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge