Friday, July 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რამდენიმე დღის წინ სკოლაში მომხდარი ფაქტისას ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულ ძალადობას” – ევროპული სკოლა განცხადებას ავრცელებს

May 5, 2026
“რამდენიმე დღის წინ სკოლაში მომხდარი ფაქტისას ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულ ძალადობას” – ევროპული სკოლა განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე დღის წინ სკოლაში მომხდარი ფაქტისას ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულ ძალადობას… სკოლის ადმინისტრაციამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად აამოქმედა რეაგირების მექანიზმები” – სკოლაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მარიამ კუკუნაშვილის პოსტს ევროპული სკოლა განცხადებით პასუხობს:

“ევროპული სკოლისთვის უმთავრესი პრიორიტეტია თითოეული მოსწავლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მკაცრად არის დაცული ურთიერთპატივისცემის პრინციპები და არ არსებობს არანაირი სახის ძალადობის, ჩაგვრისა თუ არაეთიკური ქცევისადმი ტოლერანტობა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, გამოვეხმაუროთ პირად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას და დავაზუსტოთ, რომ რამდენიმე დღის წინ სკოლაში მომხდარი ფაქტისას ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულ ძალადობას.
სკოლის ადმინისტრაციამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად და სრულად აამოქმედა შესაბამისი რეაგირების მექანიზმები. დაუყოვნებლივ გაიმართა შეხვედრები მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. ამასთან, პროცესში აქტიურად არის ჩართული ფსიქოლოგიური სამსახური.
ევროპული სკოლა იცავს თითოეული არასრულწლოვანის უფლებებსა და პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, დამატებითი დეტალების საჯაროდ განხილვისგან თავს ვიკავებთ. ჩვენ ვრჩებით მუდმივ კომუნიკაციაში მშობლებთან, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა სკოლა მუდმივად იყოს ყველაზე უსაფრთხო, დაცული და განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე ჩვენი მოსწავლეებისთვის” – ნათქვამია ევროპული სკოლის განცხადებაში.

“11 ბიჭი შევიდა საპირფარეშოში, გააკეთეს დერეფანი და იქ ერთი ბავშვი გაატარეს, რომელსაც ყველა ურტყამდა” – მარიამ კუკუნაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი შვილების მონაწილეობით სკოლაში “შემზარავი დანაშაული” მოხდა. კუკუნაშვილის თქმით, დარტყმების შედეგად ბავშვი ვერ ინარჩუნებდა წონასწორობას, კანკალებდა, სხეულზე სილურჯეები აღენიშნებოდა, თვალები დაუსივდა და ტიროდა. ბავშვების თქმით, ისინი თამაშობდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გუშინ ჩაფრინდა საქართველოში, დაიძინა და დილით ვერ გაიღვიძა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge