გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაიაფდა.
Gold Price-ს მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასმა 32 აშშ დოლარით დაიკლო და 4 141 დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.76%-ით არის შემცირებული, ბოლო ერთ თვეში – 7.13%-ით. მიუხედავად ბოლოდროინდელი კლების ტენდენციისა, ძვირფასი ლითონის ღირებულება წლირად 7.36%-იან ზრდას აჩვენებს.
რა ღირს ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 361 ლარია, 750 სინჯის – 271 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 211 ლარი ღირს.
