ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 40.49%-ს შეადგენს.
მათ შორის ახმეტაში 93 ამომრჩეველი – 34.19%; დმანისში 129 – 49.05%; წალკაში 352 – 34.82%; ვანში 327 – 48.16%.
ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
