ჯაშუშობისთვის, კერძოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით, დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული ბრიფინგის დროს გახდა ცნობილი.
უწყების ცნობით, დაკავებული საჯარო მოხელეა.
