“ქართული ოცნების” პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“გარდა იმისა, რომ მთელი ღამე აზანზარებდა ემირატებს და ეს ირანის დარტყმების ახალი ფაზაა, არანაკლებ საშიშ განცხადებას ავრცელებს რუსეთის თავდაცვა.
კერძოდ, თუ რამემ მოიფრინა 9 მაისის აღლუმის ჩატარების დროს, განადგურდება კიევის ცენტრი.
მოგეხსენებათ, არსებობდა ზავი, რომლის თანახმადაც ვლადიმეროვიჩი არ ეხებოდა ზელეს, მაგრამ იმის გამო, რომ აშკარა უკმაყოფილებაა რუსეთის გენშტაბში და ითხოვენ როგორც კიევის თავკაცის, ასევე სხვა მაღალი რანგის “თავების დაყრას”, პუტინი იძულებულია ჩაერთოს ესკალაციის ახალ ფაზაში.
რომც არაფერი არ მოფრინდეს, ამის ინსპირირებას არაფერი უნდა და მაშინ მიზანი გამართლებულია: აღლუმის ჩაშლის მცდელობა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის ფეხქვეშ გათელვა და ა.შ.
რიტორიკა უკიდეგანოა. აქ საგულისხმოა ასევე კრემლის მთავარი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანის თითის დაქნევა თავისი ისტორიული სამშობლოს სომხეთის და თავისი ამჟამინდელი პატრონის მისამართით: “თუ პუტინი არ დასჯის ოფიციალურ ერევანს და კერძოდ ფაშინიანს, ამას გააკეთებს მისი შემცვლელი!”
ოჰო! ასე ღიად დაფიქსირება, რომ თუ პუტინმა ბოლო-ბოლო კლანჭები არ უჩვენა ურჩ ერევანს, თავგასულ ზელენსკის და ა.შ. ხელისუფლებას რუსეთში სამხედროები გადაიბარებენ და ეს უკვე სულ სხვა კინო იქნება.
(არც თუ სახარბიელო ჩვენთვის.)
ლიბერალი პუტინის კაციჭამიებით ჩანაცვლება სრულიად არევს ამიერკავკასიას, გაანადგურებს უკრაინას და გააძლიერებს ირანს. რაც კიდევ უფრო საშიშია.
ამ ყველაფერს საეჭვოდ ემთხვევა პუტინთან საუბრის მერე, ტრამპის დუმილი, კალასის და ევროპელების სრულიად უადგილო და უმიზნო ვიზიტი ამიერკავკასიის ერთ-ერთ უზღვაო, უგზო, უმიწო, უორიენტაციო რესპუბლიკაში, მაშინ როცა აგერ ბატონო მარჯვნივ კასპი და მარცხნივ შავი ზღვა.
აქეთ ღვინო და იქით ხიზილალა…. გასაკვირია ერთობ ევროპელთა გზააბნეული სვლა, დავიჯერო შარლ აზნავურის სიმღერების მაკრონისეული უნიჭო შესრულების მოსმენა მოუნდათ და ამიტომ “გამოასკდნენ” ამ უამინდობაში, თუ ფაშინიანის “პერაშკების” რეცეპტმა დაუკარგათ მოსვენება?
არადა სრულიად ნათელია, რომ ეს ფრედოვიჩის წინააღმდეგ დემარშია.
რაის ტრამპის გზა, ეს მაკრონის ტრასააო!
ფრანგები ბოღმიანი ხალხია და აგერ სამაგიეროს გადახდაც ასეთი უნდაო, არა ბიჯო შეარჩენდა მაკრონს სულ რომ კაი დამრტყმელი ცოლის მონა ეძახა…😁🙊
ახლა ველით ჟღალი ლიდერის საპასუხო ნაბიჯებს, ხოლო რაც 9 მაისის მერე მოხდება, გაგაკვირვებთ.. C’est la vie…” – წერს ლალი მოროშკინა.
