Monday, May 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიასთან დაკავშირებით პირველი არხის განცხადებას ავრცელებს

May 4, 2026
საქართველოს პირველი არხი ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიასთან დაკავშირებით პირველი არხი განცხადებას ავრცელებს.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიის შესყიდვასთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინტერესი ჯერ კიდევ 2023 წელს გამოხატა და დაიწყო შესაბამისი მოლაპარაკებები.

ლიცენზიის შეძენა შესაძლებელი იყო FIFA-ს დახურული ტენდერის საშუალებით, რომელშიც მონაწილეობენ დაინტერესებული მხარეები. პირველი არხი ტენდერში მონაწილეობდა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ეგიდით. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სახელით ტენდერში ე.წ. ბიდინგს (ფასდადება) აწარმოებს ევროპის მაუწყებელთა კავშირი.

პირველი არხი ტენდერში მონაწილეობდა, როგორც საერთო მაუწყებელი (ორი სატელევიზიო არხი, რადიოარხი და ციფრული პლატფორმა) ყველა მატჩის ექსკლუზიური ტრანსლაციის უფლებისთვის როგორც ღია სიგნალის (DVBT2), ასევე სატელიტური სიგნალისთვის, რითაც სრულად უზრუნველყოფდა აუდიტორიის მომსახურებას ყველა შესაძლო პლატფორმაზე.

აღსანიშნავია, რომ პირველი არხის მიერ გაკეთებული პირველი ბიჯი შეადგენდა 61%-ით მეტს, ვიდრე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიის ღირებულება იყო. ბიდინგის დროს მაუწყებელმა მეორე ბიჯზე თანხა გაზარდა კიდევ 20%-ით და, ჯამში, 2026 წლის ლიცენზიისთვის FIFA-ს ორჯერ მეტი თანხა შესთავაზა. მიუხედავად ამისა, FIFA-ს კომერციული ინტერესიდან გამომდინარე, მაღალი ფასით ბიდინგი მოიგო ერთ-ერთმა კერძო სამაუწყებლო პლატფორმამ, რომელმაც ლიცენზია შეისყიდა რეგიონის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე.

გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იმავე დღიდან მიმდინარეობს კომპანიასთან მოლაპარაკება საქართველოს ტერიტორიაზე ღია სიგნალის საშუალებით ტრანსლაციის ლიცენზიის თანაშესყიდვაზე (Sub license), რის შესახებაც მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიასთან დაკავშირებით პირველი არხის განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge