Monday, May 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აპრილში ყველაზე მეტად, 21.3 პროცენტით თევზეული გაძვირდა – საქსტატი

May 4, 2026
პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში 2.2 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5.2 პროცენტით ნაკლებია – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია 21.3 პროცენტით თევზეულზე, ხილი და ყურძენი 11.8 პროცენტით გაძვირდა, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.1 პროცენტით. ფასებმა 9.3 პროცენტით მოიმატა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. პური და პურპროდუქტები 7.7 პროცენტით გაძვირდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 7.3 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 6.3 პროცენტით, ხოლო რძე, ყველი და კვერცხი – 4.5 პროცენტით. ყავა, ჩაი და კაკაო 3.2 პროცენტითაა გაძვირებული, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 0.8 პროცენტით.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 15.1 პროცენტით გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე და 9.2 პროცენტით სატრანსპორტო მომსახურებაზე.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 6.5 პროცენტით, რაც 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე:

ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.3 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (3.5 პროცენტი).

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.0 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (49.6 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.6 პროცენტი).

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უცნობია, როდის ჩატარდება გაფართოებული კრება – მღვდელმთავრები საპატრიარქოში შეკრებას არ გამორიცხავენ
  • აპრილში ყველაზე მეტად, 21.3 პროცენტით თევზეული გაძვირდა – საქსტატი
  • უბნები თბილისში, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge