Monday, May 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

May 4, 2026
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

Horoscope circle on shiny backgroung - space backdrop with white astrology circle. Horoscope zodiac, symbols of aries and aquarius, sagittarius and scorpio, pisces and libra. Vector illustration SSUCv3H4sIAAAAAAAEAI1Wy3LbIBTdd6b/kNE6mYIEenTXfkN3nS4wIjJjJFRATt1M/r1XlmwjrttmZXM5OnCfnNePHx4esp3wWmafH17nFay1MZMPTgRtBzDTx9WuWh2s08KAkcy2t/NO5oMIk1c+otjpzgcrD+PeBhtzSDHc32idEr0PulebI/0YL5/hI6NFbPL7KQTlzqRgL6J7SRFUBxfe3mx19vuyfrhsrLcLsJV9FfLQOTsNrf/0Tf0KkwOKxwjnp92Myy6mt8d/sH3ZzcGU4d8My58fF7dEpwZ5ut0bTJ0T415Lp4/KxQ7A1lFJyIz/1GsvlTFiUHbyV+4f14MzCVEOQNALd1AhYaG3L5Y/b1EwnTJKLEn+vhBmhxcIfO//XjlX8qyqG8KzxMdnI8IW1RRNkaIW3zY4SkhT0RS4xmeDLEvG6xS4u6Y3wRJSpdhWed1tfSlpTpoU57fRzJqSNSQFaZmEpSwLjhyW1hjwOQ0hJazmyGnovW1syjwnJUKd+p01WxyhFYqMuJTqJitVzpArRg9qi2IVZehcFDs4FcVOuORAwmvsqO5HoxIyUqMj99ZZL+24hfKqyOsKZVeAu9bY7vQe8G/barEtr4rnHJOuE+cGqynj+d2zB9ufkiwXFUHOi58TsE6IlaHi8aLTIdwBFxWuNIiTG7VNgTXq1HGeKykho6jOjN45sYWVULcIppIzobIRF7wUcjvosrquG4Q7ateldBBDNB1Urwe9xeWsQa5KMTroUzcksa5KBA0vOp0MNc5IEJNLk8FojntlFDKp77zGIZbaybQP8rzAA+lwQmR3nDVqaNMJQvMKVavyFoZ9Ol0JwXm79JSWwrynrWAm+jA/WvjRqDhDfpkUVeYFHmRrZafIMkd1Ia3vrf9/3HtorMR7yioU0U4Y8SuNfNOgjn7ZK5UMZF41qCjuvFJxsuef9X0+6vbcVa/rWkztubMvT/PRQj58opDmUtdDF8ESkXFTH051kzlXCr/JCdBGUD9qviEnizXWDDbsF5aLIANxYPvIMEBR+bMOWtYtKLZ5SQta8oLW82NGKIMZkl2kJsg83fqIY1Gfew1bLhJM2TQaK5a73bxI1CLlOckrCtrk5lOkMWEXGhoQt92tTF0BRR0prFTgrhhGo7AtqnbZoU10ONLNC6ag1Rrda4FPux4G/XvcK2hR4Nzo+UtQXIRLzvhTKwR/YoKVT6IW4onxRj63vGREzh3z9gfzoqytKQwAAA==

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გირჩევთ, თქვენ და თქვენმა რჩეულმა ერთმანეთს ხშირად შეახსენოთ, ერთად რატომ ხართ და რა გრძნობები გაკავშირებთ — მეხსიერების განახლება ხანდახან ძალიან სასარგებლოა! დგება პერიოდი, რომელიც შეიძლება კონფლიქტებითა და ნერვული აფეთქებებითაც კი დაგამახსოვრდეთ. ნუ გამოიწვევთ პარტნიორს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პრობლემები მშვიდად მოაგვაროთ. ეცადეთ კორპორაციულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთოთ და კოლექტივს არ გამოეყოთ. გახსოვდეთ, „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი“ — სჯობს ყურადღება მატერიალური მხარიდან სულიერ ფასეულობებზე გადაიტანოთ. სპორტისთვის საუკეთესო დღეა, ასე რომ, ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, ფიზიკური ფორმა გაიუმჯობესოთ.

კურო

სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც ახლახან დაიწყო, დიდხანს არ გაგრძელდება — ვარსკვლავები თქვენს კავშირს ხელს არ უწყობენ. არაკეთილმოსურნეები ეცდებიან, საყვარელ ადამიანთან წაგაჩხუბონ. თუ პროვოკაციას წამოეგებით, ეს მალე მოხდება. შესანიშნავი დროა ხელოვანი ადამიანებისთვის, ჟურნალისტებისა და მწერლებისთვის. დღის პირველი ნახევარი შესაფერისია შოპინგისა და კაპიტალდაბანდებისთვის. დღის მეორე ნახევარში კომერციული ტრანზაქციებისგან თავი შეიკავეთ — ციური სხეულების არახელსაყრელი განლაგება მატერიალურ ზარალს გამოიწვევს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრება თავად მართოთ და შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოვლენები არ დააჩქაროთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება დიდ სიყვარულში გადაიზარდოს, მაგრამ ამისთვის ერთმანეთის უკეთ გაცნობაა საჭირო. დღის მეორე ნახევარში შეიძლება დაგებადოთ იდეა, რომელსაც მეგობრებს დახმარებით მალე რეალობად აქცევთ. მალე გაგიჩნდებათ შანსი, რომ საქმიანი პოზიციები გაიმყაროთ. ფინანსურ საკითხებში სჯობს საკუთარ ინტუიციას ენდოთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ „კეთილმოსურნეთა“ რჩევებს — მათი დასკვნები უმეტესწილად მცდარია. ამჟამად თქვენს ორგანიზმს დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება, ამიტომ სასურველია, იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნოთ. შესაძლოა, ბოლოდროინდელი უარყოფითი ემოციები თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს, ამიტომ დასვენებაზე და ემოციური ძალების აღდგენაზე იფიქრეთ.

კირჩხიბი

შეიძლება გაგიჩნდეთ ცდუნება, რომ ძველ ურთიერთობას დაუბრუნდეთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. ამ ცდუნებას ნუ აჰყვებით, თორემ იმავე შეცდომებთან მიგიყვანთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ღონისძიება ან შეხვედრა ვინმეს გამომწვევი ქცევის გამო ჩაიშალოს და გამორიცხული არ არის, ეს ადამიანი თქვენ აღმოჩნდეთ. შესაძლოა, წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ – მთავარია, მისი შინაარსი არავის გაუმხილოთ. თუ საკუთარი პასიურობა და სიზარმაცე ხელს არ შეგიშლით, შეიძლება პროფესიულ ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწიოთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ

ლომი

სასიყვარულო საქმეებში სასიამოვნო ცვლილებებისთვის მოემზადეთ. შესაძლოა ახლობელ ადამიანთან მცირე უთანხმოება მოგივიდეთ, თუმცა, საბედნიეროდ, დაპირისპირება დიდხანს არ გაგრძელდება. მალე ბედი შეგახვედრებთ ადამიანს, რომლის დახმარებითაც ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებთ. თუ ყველა საქმის დროულად დასრულება გსურთ, დილას ადრე უნდა ადგეთ და მოვალეობების ნაწილი სანდო ადამიანებს მიანდოთ. სამსახურში დამატებით ვალდებულებებს მოერიდეთ — მიმდინარე პროექტებით ისედაც ზედმეტად დატვირთული ხართ.

ქალწული

ამ დღეს პარტნიორისთვის თქვენი დახმარება, მზრუნველობა და ყურადღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. ეცადეთ, ეს იმედი არ გაუცრუოთ და ვარსკვლავები გპირდებიან, რომ სიკეთე უკან ათმაგად დაგიბრუნდებათ. გახსოვდეთ, რომ სიყვარულსა და მზრუნველობას გამქრალი გრძნობების გაცოცხლებაც კი შეუძლია. სამსახურში მოგეცემათ შანსი, რომ ძველი კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვაროთ. დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ მოიზიდოთ ფულის ენერგია. ამ დღეს ფულს ნუ ასესხებთ და ნუ ისესხებთ. სასურველია, რომ საღამოს ბუნებაში გაისეირნოთ და ხეებისგან ენერგიით დაიმუხტოთ. ნაკლებად უყურეთ ტელევიზორს, განსაკუთრებით კი საინფორმაციო არხებს.

სასწორი

წინ ბევრი ახალი ურთიერთობა გელით. იყავით რბილი და დამთმობი, პატივი ეცით სხვის პოზიციას, თუმცა ნურც საკუთარ ინტერესებს დაივიწყებთ. მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად ხელსაყრელი დროა, ოღონდ სხვისი რჩევების გათვალისწინება ახლა არ ღირს. თუ ახალ სამსახურს ეძებთ, ვაკანსიების მოსაძიებლად და გასაუბრებებისთვის იღბლიანი დღეა. თქვენი პროფესიონალიზმის ჩვენება ნუ მოგერიდებათ! მხრებზე ბევრი საქმე და საზრუნავი დაგაწვებათ მხრებზე, მაგრამ ეს პროფესიულ ზრდაში დაგეხმარებათ. იზრუნეთ პრევენციაზე და თუ რაიმე გაწუხებთ, გამოკვლევა ჩაიტარეთ.

მორიელი

თუ სასურველს ვერ აღწევთ, სცადეთ, მიდგომა შეცვალოთ – პრიორიტეტები გადააფასოთ და საკუთარ მოთხოვნებს გადახედოთ. ქორწინებაში შესაძლოა მცირე გაუგებრობას წააწყდეთ, თუმცა ეს დროებითია. მოთმინება მოიკრიბეთ და საყვარელ ადამიანს საშუალება მიეცით, საკუთარ ფიქრებში გაერკვეს. მოსალოდნელია კონფლიქტები სამსახურში, მათ შორის ხელმძღვანელობასთანაც და არც სახლშია საუკეთესო გარემო. გარშემომყოფები თქვენზე ნაწყენები არიან, ამიტომ მათთან საერთო ენის პოვნა გაგიჭირდებათ. შესაძლოა კომერციული წინადადებით მოგმართონ, მაგრამ მაშინვე ნუ დათანხმდებით — დროთა განმავლობაში აღმოჩნდება, რომ არც ისე მომგებიანია. ნუ მისცემთ „ენერგეტიკულ ვამპირებს“ თქვენი ენერგიით კვების საშუალებას, თორემ შეიძლება საღამოს თავის ტკივილმა შეგაწუხოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ყოველდღიური რუტინისგან დასვენება, გართობა და მოგზაურობა მოგინდებათ. ეს დღე მოვლენებით მდიდარია. შესაძლოა მომგებიანი ხელშეკრულების დადების ან თავის წარმოჩენის შანსი მოგეცეთ. ნებისმიერ საქმეში ყურადღება წვრილმანებს მიაქციეთ – საქმის წარმატება ამაზეა დამოკიდებული, უყურადღებობამ კი შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება — ფულადი პრიზი, წარმატებული შოპინგი ან ძველი ვალის დაბრუნება. თქვენი ჯანმრთელობა დიდწილად განწყობაზეა დამოკიდებული, ასე რომ, გაერთეთ.

თხის რქა

ამ დღეს საქმესა და სიყვარულს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. უსმინეთ ახლობელი ადამიანის რჩევას, თუმცა ისე მოიქეცით, როგორც გული გიკარნახებთ. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, იცოდეთ, რომ მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება ახლო ურთიერთობაში გადაიზარდოს.
თუ მოთმინებასა და გონიერებას გამოიჩენთ, ახლობლები თქვენს მაგალითს მიჰყვებიან და პრობლემები მალე გადაწყდება. დღის მეორე ნახევარი ბავშვებს ან უფროს ნათესავებს დაუთმეთ. პოზიტიური ფიქრები თქვენს ცხოვრებაში ფინანსურ სტაბილურობას მოიზიდავს. ფინანსურ დახმარებას ნურავის დაჰპირდებით – ეს ზედმეტ ტვირთად დაგაწვებათ.

მერწყული

სასიყვარულო თავგადასავალი თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. ფრთხილად იყავით – ვნების გამო თავი არ დაკარგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მშობლების ან სხვა უფროსი ნათესავების ხანგრძლივი სტუმრობისთვის მოემზადოთ. კომერციული და საქმიანი წარმატება იმაზეა დამოკიდებული, მოლაპარაკებას და კავშირების სწორად გამოყენებას რამდენად შეძლებთ. ყურადღებით იყავით — დაბნეულობის გამო შეიძლება ის დაკარგოთ, რაც თქვენთვის ძალიან ძვირფასია. სასურველია შორ მანძილზე მგზავრობასა და მძიმე ფიზიკურ დატვირთვაზე უარი თქვათ.

თევზები

თუ მარტოობით დაიღალეთ და მეწყვილის პოვნა გსურთ, ნუ დაელოდებით, როდის გამოიჩენს თქვენი რჩეული ინიციატივას — პირველი ნაბიჯი სწორედ თქვენ უნდა გადადგათ! ეს დღე ურთიერთობით სავსეა. ეცადეთ, პოზიტიური ატმოსფერო შეინარჩუნოთ და კავშირები გაამყაროთ. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოგივიდეთ. წარმატების მისაღწევად გარშემო მყოფები თქვენს სიმართლეში უნდა დაარწმუნოთ. შეიძლება არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ. ეცადეთ რეალურსა და სასურველს შორის გონივრული ბალანსი იპოვოთ. დაგეგმეთ საქმეები პრიორიტეტების მიხედვით და გეგმას მიჰყევით — სწორად ორგანიზებული სამუშაო მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს
  • სინოპტიკოსების გაფრთხილება დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge