„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული, საბურთალოს რაიონში, ასლანიდის და აფაქიძის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას 5/4/2026 10:00 დან 5/4/2026 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: პავლე ასლანიდის, ანდრია აფაქიძის, ბიძინა კვერნაძის ქუჩებს და ბიძინა კვერნაძის 2 შესახვევს.“
