ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს.
ნეთანიაჰუს თქმით, რამდენიმე კვირის წინ მან უკვე გასცა ბრძანება უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სპეციალური პროგრამის შექმნაზე.
„დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ისრაელი „F-35“-ისა და „F-15IA“-ს მოდელების ორ ესკადრილიას შეიძენს.
მისი თქმით, ეს თვითმფრინავები „ისრაელის საჰაერო უპირატესობას კიდევ უფრო განამტკიცებს“. საკუთარი წარმოების განვითარებაზე საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს 350 მილიარდი შეკელი დაემატება საბრძოლო მასალების ადგილობრივი წარმოებისთვის.
