ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად დაღუპული 17 წლის გიორგი ბუჯიაშვილია – ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
მათი ცნობით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც 5 ახალგაზრდა გადაადგილდებოდა, ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. 17 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მანქანაში მყოფი სხვა ახალგაზრდები კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაწყებულია გამოძიება.
