დასაქმებულების შრომითი პრობლემების მოსაგვარებლად ოთხი პროფესიული კავშირის ახალი გაერთიანება იქმნება – მოქალაქეების საჭიროებებზე მუშაობას ერთობლივად დაიწყებენ რუსთავის, ჭიათურის, ლაბორის და საჯარო მოხელეების ერთიანობაში შემავალი მოქალაქეები.
როგორც ისინი ამბობენ, ახალი გაერთიანება საფუძველს ჩაუყრის ყველა დასაქმებულის თანაბარ პირობებში მუშაობას იმისთვის, რომ დაცული იყოს მათი უფლებები.
