სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17.9% იღებდა [704 713 პირი]. აქედან 240 381 ადამიანი ისეთ ოჯახში ცხოვრობდა, რომლის ერთი წევრი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობდა და შედეგად 4 წლით ჰქონდათ შენარჩუნებული სოციალური დახმარება.
საქსტატის ცნობითვე, 2024 წელთან შედარებით, შემწეობის მიმღებთა რიცხვი 5%-ით გაიზარდა, თუმცა წინა წელთან შედარებით, შემცირებულია მოსახლეობაში დახმარების მიმღებთა წილი. მაგალითად, თუ 2024 წელს დახმარებას მოსახლეობის 18.1% იღებდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 17.9%-მდე შემცირდა.
