ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ, ხუთოსანი მოსწავლესავით ასრულებს კრემნლის დავალებას რომ ანაკლია არ უნდა აშენდეს – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრმა თინა ხიდაშელმა “პირველებს” განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ექს-პრენიერი, გიორგი კვირიკაშვილი სწორედ ამ გეგმას შეეწირა:
სრულიად ერთმნიშვნელოვანია, რომ ერთადერთი რეალური მიზეზი, ჯერ კვირიკაშვილის მტავრობიდან გაშვების, შემდეგ უკვე ანაკლიის პროქტის კონტრაქტის ჩაშლის, დასავლელი პარტნიორების გაძევების, ამ აუსრულებელი ტენდერების გამოცხადების, რომელიც უშედეგოდ მთავრდებოდა, მერე კიდევ ახალის, და აგერ, ორი წლის განმავლობაში დარჩენილია ერთი კომპანია, და მისი გამარჯვებულად არ გამოცხადების, ხელშეკრულების ვერ გაფორმების ერთადერი მიზეზი ის იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ, ხუთოსანი მოსწავლესავით ასრულებს კრემნლის დავალებას რომ ანაკლია არ უნდა აშენდეს. ეს იყო ერთადერთი მიზანი და ამოცანა, კვირიკაშვილის გათავისუფლებაზედ ხელის მკოწერის დღიდან”- აცხადებს ხიდაშელი.
დღეს გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის – „მასტერპლანის“ ალტერნატივებზე მუშაობს.
თემაზე “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 2026 წლის 24 აპრილს ეკონომიკის სამინისტრომ გააფორმა ახალი ხელშეკრულება საერთაშორისო-საკონსულტაციო კომპანიასთან, რომლის მიხედვითაც, “ივანიშვილი აპირებს საერთოდ გადახედოს ანაკლიის ღირებულებას, მნიშვნელობას, გენერალურ გეგმას და ე.წ. მასტერპლანს”.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ახალი ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანია ანაკლიის პორტი არ აშენდეს.
