Sunday, October 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი დანაწევრებული იპოვეს

October 4, 2026
მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი დანაწევრებული იპოვეს

მოს­კოვ­ში, ჟუ­ლე­ბი­ნის ბულ­ვარ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნა­ში, 53 წლის ელე­ნა წე­რეთ­ლის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რებს არ და­კავ­ში­რე­ბია, რის გა­მოც მის­მა დამ ინერ­ვი­უ­ლა და დახ­მა­რე­ბის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა.

მაშ­ვე­ლებ­მა ბი­ნის კარი გა­ა­ღეს და აი­ვან­ზე პარ­კებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ქა­ლის ცხედ­რის ნა­წი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მკვლე­ლო­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა და შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვის ძებ­ნა და­ი­წყეს.

ელე­ნა წე­რე­თე­ლი რეს­ტო­რა­ტორ და ბიზ­ნეს­მენ მა­მუ­კა წე­რეთ­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე გახ­ლდათ. მათ სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი, 19 წლის და­რია ჰყავ­დათ. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნესპრო­ექ­ტშიც ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­დნენ სა­ზღვარ­გა­რეთ.

გა­მო­ძი­ე­ბა ელე­ნას პარტნი­ორ მა­მა­კაც­ზე გა­ვი­და, ის 47 წლის თე­ი­მუ­რაზ გო­გი­აშ­ვი­ლია. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ის ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია და რუ­სეთ­ში ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბა აქვს. მას წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლო­ბა არ ჰქო­ნია და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არ მი­უ­ცი­ათ.

გა­მო­ძი­ე­ბის კვალ­მა სა­ბო­ლო­ოდ ახა­ლი მოს­კო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე ავ­ტო­ფა­რე­ხამ­დე მი­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც გო­გი­აშ­ვი­ლი იყე­ნებ­და. სწო­რედ იქ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ელე­ნას 19 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის, და­რი­ას, ცხე­და­რი.

ავ­ტო­ფა­რე­ხის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­მა­ლა­ვიც იპო­ვეს. ახლა გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა უნდა და­ად­გი­ნონ, რა ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა 19 წლის გო­გო­ნა ავ­ტო­ფა­რეხ­ში, რო­დის და­ი­ღუ­პა და ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს მისი სიკ­ვდი­ლის მო­ნა­წი­ლე.

გო­გი­აშ­ვი­ლი ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქში და­ა­კა­ვეს და მოს­კოვ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი დე­ტა­ლი­ზა­ცი­ით აღად­გი­ნეს.

„სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს აღ­მო­ჩე­ნი­ლია ახა­ლი მოს­კო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­ფა­რე­ხი. მისი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ნა­პოვ­ნია ქა­ლიშ­ვი­ლის ცხე­და­რი და ია­რა­ღის სა­მა­ლა­ვი. შემ­თხვე­ვის მე­ო­რე ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა გრძელ­დე­ბა. მა­მა­კა­ცის გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი დე­ტა­ლი­ზა­ცი­ით აღად­გი­ნეს. ის ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს და მოს­კოვ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს“, – ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გო­გი­აშ­ვილ­თან ერ­თად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი 40 წლის ქა­ლიც და­ა­კა­ვეს. ამ­ჟა­მად გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ამოწ­მე­ბენ, ჰქონ­და თუ არა მას და­ნა­შა­ულ­თან რა­ი­მე კავ­ში­რი.

ამ დრო­ის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად უც­ნო­ბია, რა გახ­და და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი და რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუპ­ნენ ელე­ნა და მისი 19 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი. ორი­ვე მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

გო­გი­აშ­ვილ­თან ერ­თად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი 40 წლის ქა­ლიც და­ა­კა­ვეს. მისი შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მკვლე­ლო­ბა­ში ამ­ჟა­მად მოწ­მდე­ბა. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის და­კი­თხვა იგეგ­მე­ბა, რის შემ­დე­გაც გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის გა­რე­მო­ე­ბე­ბი და შე­საძ­ლო მო­ტი­ვი უნდა და­ად­გი­ნონ.

მა­მუ­კა წე­რე­თე­ლი სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ში 2000-იანი წლე­ბის ბო­ლო­დან მუ­შა­ობს. მისი კომ­პა­ნია მოს­კოვ­ში Subway-ის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ხოლო 2010 წლის­თვის ბიზ­ნეს­მე­ნი ფრენ­ჩა­ი­ზის შვიდ ობი­ექტს მარ­თავ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან სა­კუ­თა­რი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ვი­თა­რა. 2020-2021 წლებ­ში წე­რე­თე­ლი Beer Pairing-ის მფლო­ბე­ლი და იდე­ის ავ­ტო­რი იყო. პრო­ექ­ტი ლუ­დის გას­ტრო­ნო­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. რუ­სულ მე­დი­ა­ში მის სხვა პრო­ექ­ტებს შო­რის ფო-ბოს, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბიც სა­ხელ­დე­ბა.

ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, რა გახ­და ელე­ნა და მისი 19 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი. გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე ად­გენს, რა როლი ჰქონ­და მომ­ხდარ­ში და­კა­ვე­ბულ 40 წლის ქალს.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

წყარო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი დანაწევრებული იპოვეს
  • კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო – ახალი დეტალები
  • რუსთავის მე-17 ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge