Thursday, April 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით არცერთი დანაშაულის ნიშნები არ არსებობს” – ბექა ბასილაია

April 30, 2026
“სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით არცერთი დანაშაულის ნიშნები არ არსებობს” – ბექა ბასილაია

სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით არცერთი დანაშაულის ნიშნები არ არსებობს, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსის, პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ ერთი კადრია, სადაც საუბარია, რომ აქციის ორგანიზატორები არიან: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე, თუმცა ეს კადრი არ შეიძლება შეფასდეს რაიმე ტიპის კრიმინალურ ქმედებად, „რადგან საქმის განხილვისას გამოჩნდა, რომ ეს ადამიანები აქციის ორგანიზატორები არ ყოფილან“.

„სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით არცერთი დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. პროკურატურის მთავარი აქცენტი წუთ-ნახევრიან კადრზე კეთდება, სადაც საუბარია, რომ აქციის ორგანიზატორები არიან: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე, თუმცა ეს კადრი არ შეიძლება შეფასდეს რაიმე ტიპის კრიმინალურ ქმედებად, რადგან აქციის ორგანიზება კანონმდებლობის მიხედვით, დასჯადი არ არის, ასევე დადასტურდა, რომ ეს ადამიანები, ამ აქციის ორგანიზატორებიც კი არ იყვნენ და იმ ვიდეო ჩანაწერს სიმბოლური ხასიათი ჰქონდა და არავითარ ფუნქციურ როლს ეს ხალხი არ ასრულებდა”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ახალი დეტალები რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შესახებ
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • “დავის მხარისათვის ჩემი მოსმენა დისკომფორტია…დაცვის მხარე აცხადებს, რომ თითქოს პროკურატურას მათი შვილების ბრალი შევუკვეთე” – მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge