თორნიკე გოშაძის დედა 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. მარიზი კობახიძეს გზის გადაკეტვას ორ სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე ედავებიან.
პროევროპული აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდის მშობელი ამბობს რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა და არ აპირებს, ჯარიმის თანხა გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში კი დიდია იმის ალბათობა, რომ მას ანგარიშები დაუყადაღონ.
ეს პრობლემას წარმოადგენს პატმრებისთვის, რადგან “ნანუკას ფონდის” დაყადაღების შემდეგ, მარიზი კობახიძე არის ის პირი, რომლის ანგარიშზეც მოქალაქეები და ემიგრანტები პატიმრებისთვის ფულს რიცხავენ.
“ეს არის საჩივრის ფურცელი, რომელიც მიმაქვს პოლიციაში. დამაჯარიმეს 10 000 ლარით, რომელეც არ შემატყობინეს, თვითონ მოვიძიე. ვასაჩივრებ, იმიტომ, რომ არ გადავიხდი არავითარ შემთხვევაში და ამ ქურდ ხელისუფლებას არ ჩავუდებ ჯიბეში ფულს. დააჯარიმეს რამოდენიმე მოქალაქე, რუსთაველის მცველები, ისე, რომ უყადაღებენ ბარათებს პირველ რიგში და ამით ხვდებიან, რომ აქვთ ჯარიმა. ამ ვაი ხელისუფლებსიგან ყველაფერია მოსალოდნელი, ალბათ პოლიციაზე არიან დამყარებული და ალბათ ვეღარ უხდიან ხელფასებს და ალბათ ამით ცდილობენ, რომხ ელფასები გადაუხადონ პოლციიელებს. გაოცებული იყო იუსტიციის სახლში გოგონა, რომელმაც ამონაწერი გამიკეთა და გაოცებული იყო საპატრულო პოლიციაში გოგო, რომელმაც მომცა ცნობა, იცი რამდენი ხალხი მოდისო. კანცელარიაში გოგომ მითხრა, ერთი და ორი ფურცლით კი არ მოდის დაჯარიმებული ხალხიო, მოდის 10 და 15 ფურცლითო. თურმე პატიმრებიც არ უდან დავიცვათ…. მაგრამ ამათი დრო აუცილებლად დადგება და ჩვენ აუცილებალდ ვიქნებით ისევ ისეთი ლაღები, როგორიც ვიყავი. ეს ფურცლები სასაცილო იქნება, შევინახავთ ჩვენ ამათ და სასაცილო იქნება, რადგან მათ ამათზე 10-ჯერ და 20-ჯერ მეტი ჯარიმების გადახდა მოუწევთ”, – ამბობს მარიზი კობახიძე.
