Thursday, April 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პარლამენტში ფასების კომისიის სხდომა დასრულდა – საბოლოო დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი

April 30, 2026
პარლამენტში ფასების კომისიის სხდომა დასრულდა – საბოლოო დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი

პარლამენტში ფასების კომისიის სხდომა დასრულდა – კომისია საბოლოო დასკვნას ხვალ, 1-ელ მაისს, 11:00 საათზე წარმადგენს.

დღეს “ფასების საპარლამენტო კომისიაში” ნავთობკომპანიებს მოუსმინეს.

“ჩვენ, ჩვენი მხრივ თქვენი მხრიდან წამოსულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ საბოლოო დასკვნაში, რომელსაც ხვალ წარმოვადგენთ.

დიდ სურათში ფასწარმოქმნის ჯაჭვი რომ ავიღოთ, პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს სადღაც პროდუქციის მთელი გაყიდვებიდან 88-89%-ს, საოპერაციო ხარჯი მერყეობს 8%-მდე და საოპერაციო მოგება 2.5%-დან 3%-მდეა. ყოველივე ამას ჩვენს დასკვნაში გავითვალისწინებთ”,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

კომისიაზე “ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ განაცხადა, რომ საწვავის მოხმარება შემცირდა, მათ შორის შემცირდა კორპორატიული ფლანგი.

“მარაგები ჩვეულებრივ პირობებში ჩვენ გვქონდა 20-30 დღემდე, მაგრამ იმის გამო, რომ რეალიზაცია შემცირდა მარაგების ხანგრძლივობა დღეს გაგვეზარდა ფაქტობრივად 50 დღემდე. განსაკუთრებით ეს შეეხო დიზელს იმიოტმ, რომ ბევრი პროექტები, რომლებიც დიდი პროექტები იყო, მოხდა თავშეკავება მე როგორც ვუყურებ, მათ ინდექსაციას ითხოვს ის ინდუსტრიები იმიტომ, რომ მათ გეგმაში ჩადებული ჰქონდათ საწვავის ნიშნული ერთი, დღეს არის აბსოლუტურად გაზრდილი ფასი. ბუნებრივია, ამან გამოიწვია საწვავზე თავშეკავება და ის განსაკუთრებით კორპორატიული ფლანგი ჩვენი მოხმარებისა შედარებით შემცირა,” – განაცხადა ვასილ ხორავამ.

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, შოთა კერესელიძემ ვასილ ხორავას მიმართა და მოუწოდა საზოგადოებსითვის ეთქვა შეძლებდნენ თუ არა ფასის დაკლებას.

რაზეც “ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიას” დირექტორმა უპასუხა, რომ მას რომ შემოეტანა საწვავი და შეედარებინა ფასისთვის, რა ფასიტაც ყიდიან, იტყოდა, რომ ალტრუისტები არიან.

“წესიერება და პასუხისმგებლობა ჩვენი ამოსავალი წერტილი არის და ჩვენ არაფერს არ ვემსახურებით გარდა ერთისა ამ ქვეყანას და წესიერებას. დღეს თუ დაითვლით რა ჯდება ერთი ლიტრის ფასი, თქვენ რომ შემოიტანოთ დღეს იმპორტი და შეადარებთ იმ ფასს, რა ფასშიც ჩვენ ვყიდით დღეს საწვავს, იტყვით, რომ თქვენ ალტრუისტები ხართო. ჩვენ დღეს ვყიდით გაცილებით იაფად, ვიდრე დღეს არის ფასი,” – ამბობს ვასილ ხორავა.

ამასთან, შალვა კერესელიძემ ფასების კომისიის ხელმძღვანელს, შოტა ბერეკაშილს მიმართა და შეახსენა, რომ მათ რამდენჯერმე მოითხოვეს კონკურენციის სააგენტოს და სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლების დაბარება.

“ჩვენ რამდენჯერმე მოოვითხოვეთ, რომ სანამ კომისია დაამტავრებდა მუშაობას კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი მოსულიყო, სტატისტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი მოსულიყო, ამ საკითხებზე გვესაუბრა, ოფიციალურადაც მოგმართეთ,” – თქვა შალვა კერესელიძემ.

შოთა ბერეკაშვილის თქმით, მათ ეს საკითხი კენჭისყრაზე უნდა დაეყენებინათ.

“თქვენ უნდა დააყენოთ ეს კენჭისყრაზე და კომისიის წევრები შემდეგ ერთობლივად გადავწყვეტთ, რამდენად მიზანშეწონილია მოვიწვიოთ თუ არა. ამ პირობებში თუ გინდათ, რომ ეროვნულ ბანკს უთხრათ, რომ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს, ეს არც მომხმარებლისთვის იქნება კარგი და არც ბიზნესისთვის, სხვა ფორმით ჩარევა ამ პროცესებში ეროვნულ ბანკს არ შეუძლია,” – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

შეგახსენებთ, კომისია საკანონმდებლო ორგანოში თებერვლის დასაწყისში შეიქმნა და მუშაობა სამ თვეში უნდა დაესრულებინა. კომისია უკვე შეხვდა რითეილ სექტორის, სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე, მწარმოებლებს და ა.შ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დავის მხარისათვის ჩემი მოსმენა დისკომფორტია…დაცვის მხარე აცხადებს, რომ თითქოს პროკურატურას მათი შვილების ბრალი შევუკვეთე” – მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა
  • “რა დროს ლევან ხაბეიშვილია” – “ხარებას” პირველი კომენტარი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge