Thursday, April 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რაც დავაბანდეთ, 10 იმდენს ავიღებთ გაყიდვიდან” – ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკის გაყიდვაზე

April 30, 2026
“რაც დავაბანდეთ, 10 იმდენს ავიღებთ გაყიდვიდან” – ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკის გაყიდვაზე

ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკის გაყიდვის შესახებ საუბრობს:

“ლიბერთი ბანკი დაახლოებით 8 წლის წინ ვიყიდეთ. ახლა რომ შევხედოთ, რა ფასად გამოვედით – “ქეში ქეშზე” რომ ავიღოთ, ღირებულება, დაახლოებით, 10-ჯერ გავზარდეთ – ანუ რაც დავაბანდეთ, იმის 10 იმდენს ავიღებთ… რადგან სპეციფიკური გარიგებაა, თანხას ნაწილ-ნაწილ ვიღებთ, თუმცა, როცა სრულად დავიბრუნებთ, ეს იქნება 8 წელიწადში მიღებული 10-ჯერ მეტი ამონაგები. […] ჩვენი კრიტერიუმია – ბიზნესმა ან უკვე უნდა მოიტანოს 50 მილიონი დოლარი წმინდა მოგება, ან უნდა გვქონდეს ხედვა, როგორ გავიყვანთ ამ ნიშნულზე 5 წლის განმავლობაში. ლიბერთი ზუსტად ასეთი ქეისი იყო. […] ლიბერთი მესამე ბანკი იყო, მაგრამ იმდენად პატარა იმ ორ ბანკთან შედარებით, რომ გადარჩენა გაგვიჭირდებოდა. ისინი მუდმივად ეძებენ ზრდას და ადრე თუ გვიან შემოვიდოდნენ იმ ნიშებში, სადაც ჩვენ ძლიერები ვიყავით, ამიტომ ან უნდა გავმსხვილებულიყავით ან გაგვეყიდა. გამომდინარე იქიდან, რომ მოგების 50-მილიონიან ნიშნულზე იყო ლიბერთი უკვე, გადავწყვიტეთ, გასაყიდად გამოგვეტანა” – თქვა ირაკლი რუხაძემ საშა კაცმანის პოდკასტში საუბრისას ლიბერთი ბანკის გაყიდვის თაობაზე.

ინფორმაცია, რომ ირაკლი რუხაძემ ლიბერთი ბანკი გაყიდა, 16 აპრილს გახდა ცნობილი. იქამდე კი, 6 თებერვალს რუხაძემ 1000 ლარად გაყიდა TV იმედი, რომელიც 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა მეორე პროპაგანდისტულ პოსTV-სთან ერთად დაასანქცირა. გუშინ საფონდო ბირჟის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბაზისბანკმა ირაკლი რუხაძის ლიბერთი ბანკის აქციების 95,99%-ში 674 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც დაახლოებით 251 მილიონი აშშ დოლარია. რუხაძეს დღეს ეს თანხა არ დაუკონკრეტებია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ორი დღეა, მოსვენება მაქვს დაკარგული. ვფიქრობდი, გამეზიარებინა თუ არა თქვენთვის ისტორია…“ – რას წერენ მეუფე ისაიას შესახებ
  • სინოდზე პატრიარქის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას სურდა – მეუფე შიოს მხარდამჭერებმა მას “ზნეობრივ დარღვევაზე” მიუთითეს, რის შემდეგაც გვაზავამ კანდიდატურა მოხსნა – “ფორმულა”
  • “ეროვნულ გამოცდებზე იმავე სირთულის ტესტები იქნება, რაც გასულ წლებში იყო – არც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეცვლილა” – გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მემანიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge