დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პატრიარქის კარნახით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის გამორჩევის მეორე დღეს დაწერილ წერილს, რომელიც 2017 წლის 24 ნოემბრით თარიღდება:
“ურთულესი დრო, პროცესები იცვლება. მეცნიერება მიდის წინ, გარემოებები. ადამიანი მუდამ უნდა მიდიოდეს წინ, მან უნდა გაიკვლიოს. რეალობაში “სხვა ძალებს ბოროტი ძალები უსწრებენ, ამიტომ ცხოვრება აყენებს ახალ პრობლემებს, რასაც სჭირდება პასუხი. ეკლესიაშიც ახალი პრობლემებია, რთულდება ურთიერთობები ადამიანებს შორის. წამოიჭრა ახალი საკითხები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა, როცა ბუნდოვნადვე ვითარდება გარიგება, რომელიც, ხელოვნურად ხდება. ამით ცოდვას მიემატა ბოროტება. ცოდვას და ბოროტებას ვაკანონებთ. რატომ ვაკანონებთ იმისათვის, რომ თითქოს პასუხი არ ვაგოთ. მნიშვნელობა არა აქვს კანონებს. პატრიარქი, როდესაც დგება თანამდებობაზე, მაშინვე წერს ანდერძს მოსაყდრის შესახებ. ეს მერე იცვლება კიდეც, როდესაც დაფარულობა ქმნის გარკვეულ დაძაბულობასა და მითქმა-მოთქმას. არის შემთხვევები, როცა იკარგება ანდერძი. მაგალითად ჩემს შემთხვევაში, დავითმა პატრიარქმა ანდერძს, თუ გინდა გაჩვენებო, არა-მეთქი, არ მინდა. შემდეგ დაიკარგა, დავითი ტყუილს რატომ მეტყოდა, მან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე. ასეთი რამ წინათაც მომხდარა. ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე, დამესახელებინა, ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს გასაღები ვის აქვს და სარტყელზე აქვს შებმულიო. ახლა დაწყნარდნენ, ყველამ იცის, ვინ არის მოსაყდრე, მოსაყდრეც ფრთხილად უნდა იყოს, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი. პატრიარქს აქვს უფლება, შეცვალოს. შედგება გეგმა, რომელიც უნდა გააკეთოს მოსაყდრემ. მოსაყდრე დიდი დახმარებაა, თუ სათანადოდ გაუძღვა. პატრიარქის და სინოდის დამხმარე, პირველი ეპისკოპოსი პატრიარქის შემდეგ, პირველი კანდიდატი პატრიარქობის ტახტზე. პიმენი რომ გარდაიცვალა, იქაც ცნობილია მოსაყდრე, იქ კიევის მიტროპოლიტია მექანიკურად. პირველივე კენჭისყრაზე უარყოფილ იქნა მოსაყდრე ფილარეტი, რამდენიმე ეპისკოპოსმა უნდა წარადგინოს კანდიდატი. ურთიერთობა ხალხთან, მომლოცველებთან, რომ გაძლიერდეს ლოცვა” – წერია ხელნაწერში.
